ფეხბურთი

1:13 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა იმარჯვეს, სხვაობა კვლავ 7 ქულაა

პრემიერლიგის 33-ე ტურის შემდეგ “ლესტერი”კიდევ უფრო მიუახლოვდა საჩემპიონო ტიტულს. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა გასვლაზე “სანდერლენდი” დაამარცხეს და “ტოტენჰემს” კვლავ 7 ქულით უსწრებენ, ხოლო “არსენალთან” სხვაობა უკვე 13 ქულას შეადგენს.

“ლაით ოფ სთედიუმზე” გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმი “სანდერლენდის” რამდენიმე მომენტის მიუხედავად, “ლესტერის” კარნახით წარიმართა და ეს ანგარიშზეც აისახა. ჯეიმი ვარდიმ 66-ე და 95-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მორიგი ოქროს ქულები მოუტანა, ხოლო თავად 21 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინს ერთი გოლითღა ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ “მელიებმა” ზედიზედ მეხუთე მატჩი ისე მოიგეს, რომ გოლი არ გაუშვიათ.

ტურის ცენტრალური მატჩი “უაით ჰართ ლეინზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ტოტენჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, ხოლო მეორე ნახევარში სტუმრები დაიჩაგრნენ და უშანსოდ წააგეს. შეხვედრის ბედი 6-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა: მასპინძლებმა 70-ე წუთიდან მოყოლებული სამჯერ დაამწუხრეს დავიდ დე ხეა – 3:0.

დღის მესამე მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “სტოკი” მიიღო და სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ანგარიში მე-8 წუთზე ალბერტო მორენომ გახსნა, მაგრამ ბოიან კრკიჩმა მალევე გაათანაბრა. ამის შემდეგ მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს: 32-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა გამოიჩინა თავი, ხოლო მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა დივოკ ორიჯიმ გაიფორმა დუბლი – 4:1.

სანდერლენდი – ლესტერი 0:2 (0:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ქაბული, კონე, ვან აანჰოლტი, იედლინი, კირხოფი, მ’ვილა (როდუელი 68), ხაზრი (ნ’დოიე 68), კატერმოლი, ბორინი (ლენსი 76), დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი (ამარტი 84), მაჰრეზი (გრეი 81), ოკაზაკი (ულოა 62), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: ვარდი (66;95)
გაფრთხილებები: ბორინი – ფუჩსი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ლივერპული – სტოკი 4:1 (2:1)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-4-1-1): მინოლე, ტურე, შკრტელი, მორენო, კლაინი, ოჯო (ორიჯი 46), სტიუარტი, ალენი (ლეივა 78), მილნერი, ფირმინო (ლალანა 63), სტარიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სტოკი (4-2-3-1): ჰაუგაარდი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი (მუნიესა 82), ბერდსლი, კამერონი, იმბულა, აფელაი, შაქირი (დიუფი 71), კრკიჩი (ხოსელუ 72), კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 მორენო (8), 1:1 კრკიჩი (22), 2:1 სტარიჯი (32), 3:1;4:1 ორიჯი (50;65)
გაფრთხილებები: პიტერსი, შოუკროსი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ტოტენჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 (0:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, როუზი, უოლკერი, დაიერი, დემბელე, ალი (მეისონი 93), ლამელა (ჩადლი 87), ერიკსენი, კეინი (სონი 89).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო, სმოლინგი, ბლინდი, ფოსუ-მენსა (დარმიანი 68), შნეიდერლენი, კერიკი, მატა (დეპაი 76), ლინგარდი, მარტიალი, რეშფორდი (იანგი 46).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 ალი (70), 2:0 ალდერვეირელდი (74), 3:0 ლამელა (76)
გაფრთხილებები: როუზი, უოლკერი, ალი – დარმიანი, დეპაი, იანგი
მსაჯი: მაიკლ დინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139149