ფეხბურთი

10:17 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორში ზედა ადგილებისთვის: შიდაქართლელები ქვემოქართლელებთან

უმაღლესი ლიგის 24-ე ტურის ექვსი მატჩი დღეს გაიმართება, ხოლო ორიც – ხვალ. შვიდი ტური დარჩა და ამდენად, ახლა კიდევ უფრო დაიძაბება მდგომარეობა როგორც ევროტურნირებზე გასასვლელ, ასევე აუტსაიდერთა ზონაში.

გორში “დილა” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლებს. გორელები მესამე ადგილზე არიან, ბოლნისელები კი მეოთხეზე და მათ შორის 4 ქულაა სხვაობა. ეს გუნდები პირველ წრეს შედარებით უკეთ ატარებდნენ, თუმცა ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისევ მომატება. პირველ წრეში გორელებმა 1:0 იმარჯვეს.

ვინც მოუმატა, “სამტრედიაა”. რვა შეხვედრაში 7 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, ახლა კი გია ცეცაძის გუნდი ქუთაისს სტუმრობს “ტორპედოსთან” სათამაშოდ. მეზობლების ჯახი საინტერესო უნდა გამოდგეს. მართალია, “ტორპედო” ცხრილის შუაშია, მაგრამ ვეჭვობთ, სამტრედიელებს იოლად არაფერს დაუთმობენ.

აუტსაიდერთა ზონაში ყურადღებას იპყრობს “მერანი”-“საპოვნელას” დაპირისპირება, რომელსაც ექვსქულიანიც შეიძლება ეწოდოს. მეორე წრეში “მერანი” ოდნავ უფრო უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, გუნდმა ბოლო საფეხურს თავი დააღწია. თუმცა ბოლო ოთხი ტურია, “საპოვნელამაც” მოუმატა – რაც მამუკა ხუნდაძე დაინიშნა მწვრთნელად.

დანარჩენი შეხვედრებიდან უნდა გამოვყოთ ლიდერი (და თითქმის ჩემპიონი) თბილისის ‘დინამოს” დაპირისპირება “ცხინვალთან”. ზოგადად ყოფილა შემთხვევები, როცა დინამოელებს კახა კაჭარავას გუნდთან ვერ მოუგიათ, ან სულაც წაუგიათ, მაგრამ ხვალ აშკარა ფავორიტები არიან. თუნდაც იმიტომ, რომ “ცხინვალი” ვეღარ იგებს, წლეულს ერთხელაც არ გაუმარჯვიათ.

“საბურთალო”-“ლოკომოტივი” თბილისური დერბია, ორივე გუნდს ესპანელი მწვრთნელი ჰყავს და ორივენი ახალგაზრდებზე აკეთებენ აქცენტს. ეს კლუბები ერთმანეთს ჰგვანან სტრატეგიით, საფეხბურთო ხედვით, თუმცა ორივეს თავისი გზა აქვს. პირველ წრეში “ლოკომოტივმა” 3:2 მოუგო “საბურთალოს” და ახლაც, სატურნირო თვალსაზრისით, “ლოკოს” უფრო სჭირდება გამარჯვება, თუმცა პაბლო ფრანკოს ხელში საბურთალოელებმა აშკარად გამოასწორეს თამაში.

აქვე, ყველა წყვილზე:

დღეს

16:00. მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა”

მერანი (მარტვილი) – საპოვნელა (თერჯოლა)

მსაჯი: ბ.ნინუა

დისკვალიფიკაცია: ნარიმანიძე (საპოვნელა)

16:00. თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო

ცხინვალი – დინამო (თბილისი)

მსაჯი: ა.ბასლეჰლო

დისკვალიფიკაცია: ქარდავა (ცხინვალი)

16:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”

დინამო (ბათუმი) – გურია (ლანჩხუთი)

მსაჯი: ჯ.ხორავა

16:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”

ტორპედო (ქუთაისი) – სამტრედია

მსაჯი: ლ.კვარაცხელია

დისკვალიფიკაცია: მირცხულავა, წილოსანი (ორივე – ტორპედო)

16:00. ზემო ეწერი. “ცენტრალური”

ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი)

მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: დოლიძე (შუქურა)

16:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”

დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი)

მსაჯი: ა.ნონიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: მანჯგალაძე (სიონი)

ხვალ

16:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”

საბურთალო (თბილისი) – ლოკომოტივი (თბილისი)

მსაჯი: გ.ყრუაშვილი

დისკვალიფიკაცია: ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი)

16:00. ფოთი. “პარკი არენა”

კოლხეთი (ფოთი) – ჩიხურა (საჩხერე)

მსაჯი: ლ.სილაგავა

დისკვალიფიკაცია: კაკულია, ჟიშკარიანი (ორივე – კოლხეთი)

0.116718