ფეხბურთი

3:35 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს "სან სიროზე" მიუახლოვდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 6 ტური რჩება და ტურინის “იუვენტუსი” მდევარს ცხრა ქულით უსწრებს (“ნაპოლის” თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული). აქედან გამომდინარე ძნელად სავარაუდოა, რომ “იუვეს” ზედიზედ მეხუთე სკუდეტოში ნეაპოლიტანური გუნდი შეეცილოს.

“ბებერმა ქალბატონმა” მორიგი გამარჯვება მილანში იზეიმა. რა ფორმაშიც არ უნდა იყოს ეს ორი გუნდი, მათი დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია და ამჯერადაც ასე იყო. “მილანი” – “იუვეს” თამაშს კალჩოს მოყვარულნი ვგონებ გულგრილნი არ დაუტოვებია. მართალია, ტურინულმა გრანდმა მოიგო, მაგრამ მთლიანობაში ისეთი თამაში გახლდათ, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ “მილანმა” წაგება დაისმახურა. მეტიც, სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდებს ურიგ ფეხბურთი არ უჩვენებიათ და შეხვედრის რიგ ეპიზოდებში მეტოქეს აჯობეს კიდეც, თუმცა არ გაუმრთლათ.

მატჩი მასპინძელთა აქტივობით დაიწყო და დაწინაურება მალევე შეეძლოთ. ჯერ ინაციო აბატეს დარტყმული ჯიჯი ბუფონმა და ძელმა ერთობლივად მოიგერიეს, მერე მარიო ბალოტელის ჯარიმა ზედ კარის ხაზზე შეამგრა 38 წლის კიპერმა. ამ ყველაფერს ლოგიკური დასასრული მაინც მოჰყვა და მე-18 წუთზე “როსონერი” დაწინაურდა: ბალოტელიმ კუტხური ჩააწოდა, ხოლო საჯარიმოში დანიელე რუგანის ალექსმა აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ ბუფონმა რეაგირება ამ ბურთზეც მოასწრო, თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან ვერ იხსნა. მიღებულმა ბურთმა ტურინელები გამოაფხიზლა და ნელ-ნელა შეტევაზე გადავიდნენ – ჯერ კლაუდიო მარკიზიოს ჯანლუიჯი დონარუმამ აჯობა, ხოლო მერე “იუვემ” გაათანაბრა. მანჯუკიჩი-მორატა-მანჯუკიჩის სამსვლიანი კომბინაცია, ხორვატის იდეალურ პოზიციაში დარჩენით და გოლით დასრულდა – 1:1.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო. “მილანი” უტევდა, “იუვე” თავის შანსს ელოდა. კარლოს ბაკას ბუფონმა ურთულესი ბურთი აუღო, დამატებაზე ბალოტელიმ ივარგა, რომლის დარტყმული ჯერ ჯიჯის შეეხო, მერე ხარიხას და ისევ ბალოტელიმ დაამატა და გაიტანა კიდეც თუმცა... თუმცა, ბალომ ბურთი ბადეში ხელით გადაგზავნა და გოლის ნაცვლად ყვითელ ბარათს გამორჩა. შემდეგ პირველი ნახევრის მსგავსად უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ; პოგბას ჯარიმა ძელმა მოიგერია, ხოლო 65-ე წუთზე კლაუდიო მარკიზიოს კუთხურისას ფრანგმა საჯარიმოში ბრწყინვალედ ითამაშა და ლამაზი გოლი შეაგდო. როგორც შემდგომ გაირკვა, გამარჯვების გოლი – 1:2.

“იუვემ” ამ გამარჯვებით “ნაპოლისთან” სხვაობა გაზარდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ნეაპოლელები XXXII ტურის თამაშს კვირას ჩაატარებენ და შანსი აქვთ მეტოქეს ისევ 6 ქულამდე მიუახლოვდნენ.

რაც შეეხება ტურის დღეს გამართულ სხვა მატჩებს მწირ გოლიანობით გამოირჩა. სამი თამაში, სამი გოლი. აღსანიშნავია, ევროსაგზურისთვის მებრძოლ “სასუოლოს” მოულოდნელი მარცხი შინ “ჯენოასთან” და მილანის “ინტერის” საგარეო გამარჯვება ფროზინონეში. “ნერაძურის” მაურო იკარდიმ მოაგებინა, რომლისთვისაც ეს “შავ-ლურჯი” მაისურით 50-ეა გოლი გამოდგა, მე-100 შეხვედრაში.

“ფროზინონე” – “ინტერი” 0:1 (0:0)

ფროზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, ბლანჩარდი, აჯეტი, პავლოვიჩი; გორი (ჩიბსა 71), ფრარა, გუჩერი (ლონგო 80); დ. ჩიოფანი, კრაგლი (კარლინი 75), პაგანინი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ინტერი” (4-4-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, ჟუან ჟესუსი, ალექს ტელეში (სანტონი 86); ბიაბიანი, ფელიპე მელო (მედელი 86), ბროჟოვიჩი, პერიშიჩი; იოვეტიჩი (პალასიო 90), იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლი: 0:1 იკარდი (74)

გაფრთხილება: გუჩერი (23), ფრარა (29), კრაგლი (34), აჯეტი (50), პავლოვიჩი (58), ბლანჩარდი (63, 81) – დ’ამბროზიო (32), ფელიპე მელო (71)

გაძევება: ბლანჩარდი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 15 (3) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“კიევო” – “კარპი” 1:0 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 13 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, ცეზარი გამბერინი, გობი; რადოვანოვიჩი, კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (პელისიერი 79); მეჯორინი (რიგონი 86), ფლორო ფლორესი (ინგლეზე 46)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; ძაკარდო, გალიოლო, რომანიოლი, საუგერი; პაშიუტი, კოფიე, ბიანკო (ლეტიცია 83), დი გაუდიო (ლასანია 64); ლოლო (კრიმი 68); მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

გოლი: 1:0 პელისიერი (83)

გაფრთხილება: რადოვანოვიჩი (22), მეჯორინი (44) – საუგერი (20), პაშიუტი (56), ლოლო (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 10 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“სასუოლო” – “ჯენოა” 0:1 (0:1)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, ბიონდინი (ფალჩინელი 79), დანკანი (პელეგრინი 87); ბერარდი (პოლიტანო 75), დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ჯენოა” (3-5-2): პერინი; დე მაიო, მარკეზე (ტაკჩიდისი 80), მუნიოსი; ფიამოცი, რიგონი, დზემაილი, გაბრიელ სილვა; რინკონი (ანსალდი 64), მატავცი (პავოლეტი 71), სუსო

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლი: 0:1 დზემაილი (42)

გაფრთხილება: დანკანი (76), პოლიტანო (88) – მუნიოსი (55)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (6) – 5 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 11:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“მილანი” – “იუვენტუსი” 1:2 (1:1) (მიმოხილვა)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 34 000

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა (ლუის ადრიანო 74), მონტოლივო, კუცკა, ბონავენტურა; ბაკა, ბალოტელი (ბოატენგი 77)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; ლიხშტაინერი (კუადრადო 81), პოგბა, მარკიზიო, ასამოა (ევრა 85), ალექს სანდრო; მორატა (ძაძა 67), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ალექსი (18), 1:1 მანუჯიკიჩი (27), 1:2 პოგბა (65)

გაფრთხილება: ბალოტელი (51), ალექსი (59), კუცკა (61), ანტონელი (89) - ასამოა (20), მანჯუკიჩი (50), ძაძა (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 8 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანიელე ორსატო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108611