ფეხბურთი

10:25 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ანდალუსიური დერბი “ლოს კარმენესზე”

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის გახსნითი შეხვედრა “ლოს კარმენესზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “გრანადამ” ანდალუსიურ დერბიში “მალაგას” უმასპინძლა და შინ ქულა გაატანა. შეხვედრა აბსოლუტურად თანაბრად მიმდინარეობდა და ორივე გუნდს შეეძლო გატანა, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერავინ მოახერხა. პირველ ტაიმში მასპინძელთაგან ელ არაბისა და საკსესს ჰქონდათ კარგი შანსები, ხოლო სტუმართაგან კამაჩოს შეეძლო გატანა. მეორე ნახევარში გატანა კვლავ მართებდა ისააკ საკსესს, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გილერმო ოჩოას ვერ აჯობა და მის გუნდს ძალიან საჭირო 2 ქულა დააკარგვინა – 0:0. “გრანადა” 30 ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო “მალაგა” 41 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

გრანადა – მალაგა 0:0

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, რ.კოშტა, ბაბინი, ბირაგი, მ.ლოპეში, დაკური, რ.პერესი, როჩინა (იბანესი 79), კუენკა (ბარალი 66), საკსესი, ელ არაბი.

მწვრთნელი: ხოსე გონსალესი

მალაგა (4-4-2): ოჩოა, ველიგტონი, ალბენტოსა, როსალესი, რიკა (მ.ტორესი 56), კამაჩო, რესიო, ხუანპი (ფორნალსი 82), ჩ.კასტრო, ჩოპი (ატსუ 68), სანტა კრუზი.

მწვრთნელი: ხავი გრასია

გაფრთხილებები: საკსესი – ალბენტოსა, რიკა, როსალესი

მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112063