ფეხბურთი

2:07 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ერთი გოლი იკმარა (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნი” ლისაბონში ერთბურთიანი ჰანდიკაპით ჩავა, რაც ბევრისთვის მოულოდნელობაა. “ალიანს არენაზე” თამაში ისე დაიწყო, თითქოს მიუნხენურ გიგანტს დიდი ანგარიშით მოგება არ გაუძნელდებოდა, მაგრამ დღევანდელ მატჩში პეპ გვარდიოლას გუნდს ადვილი არაფერი ჰქონია და ეგ კი არა, რამდენჯერმე აშკარა გოლს გადაურჩა. განსაკუთრებით მეორე ტაიმის შუაწელს იყო აქტიური “ბენფიკა”.

პირველი ნახევრში კი “რეკორდმასიტერი” მეტოქეს ერთი თავით ჯობდა მე-2 წუთზე შეაგდო კიდეც. კომბინაცია დიდებული გამოვიდა: რიბერი-ლევანდოვსკი-ბერნატის გათამაშებული შეტევა ამ უკანასკნელის ჩინებული ჩაწოდებითა და არტურო ვიდალის გოლით დასრულდა, რომელმაც ელიზეუს პოზიცია მოუგო და ადვილად გაიტანა. მერე მასპინძლებს უპირატესობის გაზრდა კიდევ შეეძლოთ, თუმცა “ბენფიკას” სათადარიგო მეკარე ედერსონი, რომელიც ტრავმირებულ ჟულიო სეზარს ცვლიდა, ჩინებულად ირჯებოდა და დმააჯერებელიც იყო.

მეორე ტაიმში კი “ბენფიკამ” შეტევისთვისაც მოიცალა – ორჯერ რეალური მომენტიც ჰქონდა, თუმცა ორჯერვე საუკეთესო ბომბარდირი ჟონასი ცუდად გაისარჯა: პირველ ეპიზოდში ტექნიკურად ითამაშა, ორ მცველს შორის გაძვრა, მაგრამ მანუელ ნოიერს პირდაპირ ხელებში და თანაც სუსტად დაურტყა. მერე კი უკვე ხავი მარტინესს ბურთი მუცელში დაუმიზნა, თვითონვე ამატებდა, მაგრამ ტყავის სფერო უკვე ტრიბუნაზე აღმოჩნდა. რაც უნდა იყოს, პორტუგალიურმა გრანდმა იბრძოლა და ახლა “და ლუჟზე” ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება.

რამდენად მისცემს ამის საშუალებას “ბაიერნი” სხვა საკითხია, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რომ “არწივების” ნაადრევად ჩამოწერაც არ იქნება მართებული. სხვათა შორის, ამას თამაშამდე გვარდიოლაც აღიარებდა და ამბობდა, რომ მისი გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტი არი იყო...

“ბაიერნი” – “ბენფიკა” 1:0 (1:0)(მიმოხილვა)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიხი (მარტინესი 60), ალაბა, ბერნატი; ალკანტარა; დუგლას კოშტა (კომანი 70), ვიდალი, მიულერი (გიოტცე 85), რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; ანდრე ალმეიდა, ჟარდელი, ლინდელოფი, ელიზეუ; ფეისა, პიცი (სამარისი 90), რენატო სანჩესი, გაიტანი; მიტროღლუ (ხიმენესი 70), ჟონასი (სალვიო 83)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 1:0 ვიდალი (2)

გაფრთხილება: რიბერი (22), ბერნატი (42) – ჟონასი (58), ლინდელოფი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 10 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

0.429399