ფეხბურთი

4:04 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა სადებიუტო “ელ კლასიკოში” იმარჯვა

ლა ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” მოსისხლე მტერს მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ლუის ენრიკემ ის შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე, რომელსაც მიმდინარე სეზონის მნიშვნელოვან მატჩებში ათამაშებს. ზიდანმა კი, შედარებით ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და კასემირო გაამწესა ჩამშლელად.

როგორც შემდგომში გაირკვა, ზიდანის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდა. კასემირომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას დიდებულად გაართვა თავი და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ “ბლაუგრანას” ცენტრიდან წამოწყებულ იერიშებს სიმწვავე აკლდა.

პირველ ნახევარში ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი შეიქმნა და ლოგიკურია, რომ საწყის 45 წუთში გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმი კი, მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და 54-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ – ლიონელ მესიმ კეილორ ნავასს შორეულ კუთხეში მშვენივრად დაურტყა, მაგრამ კიპერმა ჩინებულად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ კუთხურს, ზედიზედ ჩამოწოდებული კიდევ ორი კუთხური მოჰყვა და საბოლოოდ, 56-ე წუთზე ხერარდ პიკემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

გაშვებულ გოლს “რეალი” არ დაუბნევია და 6 წუთში ქარიმ ბენზემამ “მაკრატელათი” ჩინებული ბურთი შეაგდო. შეხვედრის მიწურულს უკვე სტუმრები ფლობდნენ უპირატესობას: გარეტ ბეილს საკამათო ეპიზოდში გოლი არ ჩაუთვალეს, რონალდუმ ხარიხას გაარტყა.

83-ე წუთზე მადრიდელებს სერხიო რამოსი გაუძევეს და მაყურებელთა უდიდესმა ნაწილმა ალბათ იფიქრა, რომ “რეალი” ფრეზე თამაშს დაიწყებდა, მაგრამ “თეთრებმა” ბოლომდე იბრძოლეს და ორ წუთში კრიშტიანო რონალდუმ ახლო მანძილიდან გაუტანა ბრავოს. დარჩენილ დროში რეალური სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა - 1:2.

“ბარსელონას” 76 ქულა დარჩა, “ატლეტიკოს” 70 აქვს, ხოლო “რეალს” - 69.

მადრიდის “ატლეტიკომ” შინ ”ბეტისი” მიიღო და ძალიან მარტივად დიდი ანგარიშით დაამარცხა. “ვალენსია” კიდევ ერთხელ შერცხვა, ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხედ წააგო და გასავარდნ ზონამდე 6 ქულაღა აშორებს. “ღამურები” ამჯერად “ლას პალმასთან” საგარეო მატჩში დამარცხდნენ.

“ესტადიო ბალაიდოსზე” გამართული გალისიური დერბი კი, ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმრები სელსო ბორგესის გოლით იგებდნენ, მაგრამ ნოლიტომ მალევე გაათანაბრა.

სელტა – დეპორტივო 1:1 (1:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, ვასი (პ.ერნანდესი 88), რადოია, ბონგონდა (გუიდეტი 73), ნოლიტო, ორელიანა, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი (მანუ 38), სიდნეი (ლოპო 81), არიბასი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, ბორგესი, მოსკერა, ლ.ალბერტო, ფაჟრი, კარტაბია (ლუისინიო 70). ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 ბორგესი (21), 1:1 ნოლიტო (30)
გაფრთხილებები: ხონი, ვასი, კაბრალი, მალიო – არიბასი, ლუისინიო, მანუ
გაძევება: არიბასი (68)
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ატლეტიკო – ბეტისი 5:1 (2:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-3-1-2): ობლაკი, ლ.ერნანდესი, მონსალვე, ხუანფრანი, ლუისი, ა.ფერნანდესი (კრანევიტერი 78), გაბი, საული (ტეიე 69), კოკე, ფ.ტორესი (ვიეტო 63), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბეტისი (4-2-3-1): ადანი, ვესტერმანი, პაცელა, მონტოია, მოლინერო, ნ’დიაიე, სებალიოსი, ფ.რუისი (კადირი 46), მუსონდა (ხ.ტორესი 71), სეხუდო (დამიაო 59).
მწვრთნელი: ხუან მერინიო

გოლები: 1:0 ფ.ტორესი (37), 2:0;4:1 გრიზმანი (42;81), 3:0 ხუანფრანი (65), 3:1 რ.კასტრო (79), 5:1 ტეიე (91)
გაფრთხილებები: ფ.ტორესი, კოკე – პაცელა, კადირი, ხ.ტორესი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

ლას პალმასი – ვალენსია 2:1 (0:1)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, აიტამი, ლემოსი, დ.გარსია, კასტელიანო, მესა, ვიერა (ს.არაუხო 75), ტანაუსუ, მომო (მონტორო 83), ელ ჟარი (ვ.გომესი 70), ვ.ჟოზე.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, სანტოსი, მუსტაფი, სიკეირა, ბარაგანი, ფუეგო, პარეხო, ბარბოსა (ფეგული 62), პიატი (გომეში 68), როდრიგო, ალკასერი (ნეგრედო 81).
მწვრთნელი: პაკო აიესტარანი

გოლები: 0:1 როდრიგო (3), 1:1 ვიერა (50 პენ.), 2:1 მუსტაფი (63 ს.კ.)
გაფრთხილებები: ვ.ჟოზე, მესა – ბარაგანი, პიატი, ფუეგო, მუსტაფი
მსაჯი: პერეს მონტერო

ბარსელონა – რეალი 1:2 (0:0)

ბარსელონა, ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი (თურანი 71), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, პეპე, კარვახალი, მარსელო, კასემირო, მოდრიჩი, კროოსი, რონალდუ, ბეილი (ვაზკესი 90), ბენზემა (ხესე 77).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 პიკე (56), 1:1 ბენზემა (62), 1:2 რონალდუ (85)
გაფრთხილებები: ლ.სუარესი, მასკერანო, რაკიტიჩი – რამოსი, კარვახალი, რონალდუ
გაძევება: რამოსი (83)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
0.1804