ფეხბურთი

3:40 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის” საჩემპიონო ოცნება დასრულდა?!

ინგლისის ჩემპიონატის 32-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს “ენფილდ როუდზე” გასამართი ჯახი იწვევდა, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო, 2 ქულა დააკარგვინა და შესაძლოა, საჩემპიონო ოცნებაც დაუსამარა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 51-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 63-ე წუთზე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა ჰარი კეინმა გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა მოგებას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს “ლესტერი” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონს” აჯობებს, კლუბებს შორის სხვაობა ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 7 ქულამდე გაიზრდება.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ლონდონის “არსენალმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “უოტფორდი” გაანადგურა. პირველ ნახევარში სანჩესმა და ივობიმ გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში გომეშის დამწუხრება ბელერინიმ და უოლკოტმა შეძლეს – 4:0.

ამავე ანგარიშით იმარჯვეს “ჩელსიმ” და “მანჩესტერ სიტიმ”, თუმცა მათ გასვლაზე უწევდათ თამაში. “არისტოკრატებმა” მაჩანჩალა “ასტონ ვილა” დაამარცხეს, რომელიც გავარდნას ნამდვილად ვეღარ გადაურჩება. აღნიშნულ შეხვედრაში, სტუმართა რიგებში დებიუტი ჰქონდა ალეშანდრო პატოს, რომელმაც პენალტით გოლის გატანაც მოახერხა.

“მანჩესტერ სიტიმ” კი, “ბორნმუთი” არ დაინდო. შეხვედის მე-20 წუთისთვის “ქალაქელები” ფერნანდოს, დე ბრუინისა და აგუეროს გოლებით 3:0-ს იგებდნენ, ხოლო 93-ე წუთზე ალექსანდრ კოლაროვმაც გაიტანა.

საჭირო ქულები დაკარგა “ვესტ ჰემმა”, რომელმაც 10 კაცით დარჩენის შემდგომ ვერ გაძლო და თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” უწილადა ქულა.

გადარჩენისთვის მებრძოლი ორი კლუბი შეხვედრა ერთმანეთს “ქეროუ როუდზე”. “ნორვიჩი” ორჯერ უგებდა “ნიუკასლს”, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ მიტროვიჩმა ორჯერვე გაათანაბრა, თუმცა 3 ქულა მაინც მასპინძლებს დარჩათ – 93-ე წუთზე ოლსონმა გაიტანა და შესაძლოა, ამ ბურთით საკუთარ გუნდს ადგილიც შეუნარჩუნა ელიტაში – 3:2.

“სტოკმა” საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობა გაფლანგა “სუონსისთან”, ხოლო “სანდერლენდმა” უდიდესი უპირატესობის მიუხედავად “ვესტ ბრომვიჩის” კარს გასაღები ვერ მოარგო და ტონი პულისის შეგირდები შინ ქულით გაისტუმრა.

ასტონ ვილა – ჩელსი 0:4 (0:2)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ლესკოტი, რიჩარდსი, ჰატონი, სისოხო, გაიე (ლიდენი 82), სანჩესი (ბაკუნა 67), ვესტვუდი, ხილი (გრელიში 66), ჯ.აიუ, ჟესტედი.
მწვრთნელი: ე.ბლექი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, მიაზგა, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ბაბა, ფაბრეგასი, მიკელი, კენედი (ოსკარი 46), პედრო (კლარკ-სალტერი 74), ლოფტუს-ჩიკი, რემი (პატო 23).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლები: 0:1 ლოფტუს-ჩიკი (26), 0:2 პატო (45+3), 0:3;0:4 პედრო (46;59)
გაფრთხილებები: გაიე, სისოხო, სანჩესი, ჰატონი, ვესტვუდი – ფაბრეგასი
გაძევება: ჰატონი (85)
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

არსენალი – უოტფორდი 4:0 (2:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, პაულისტა, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, ელნენი, სანჩესი (კემპბელი 79), ოზილი, ივობი (უოლკოტი 74), უელბეკი (ჟირუ 69).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

უოტფორდი (4-3-1-2): გომეში, კეტკარტი, პროდლი, ნიომი, აკე, მ.სუარესი, უოტსონი, აბდი (გედიურა 69), კაპუ (ანია 41), იგალო (ამრაბატი 46), დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0 სანჩესი (4), 2:0 ივობი (38), 3:0 ბელერინი (48), 4:0 უოლკოტი (90)
გაფრთხილებები: ელნენი - ნიომი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბორნმუთი – მანჩესტერ სიტი 0:4 (0:3)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, ფრანცისი, კუკი, დანიელსი, სმიტი (ელპჰიკი 69), სურმანი, ო’კეინი, გრადელი (გოსლინგი 84), რიტჩი, კინგი (პუგი 46), გრებანი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): კაბალიერო, ოტამენდი, მანგალა, ზაბალეტა, კლიში, ფერნანდინიო, ფერნანდო, დე ბრუინი (კოლაროვი 57), სილვა (ნასრი 66), ნავასი, აგუერო (აიჰენაჩო 79).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 ფერნანდო (7), 0:2 დე ბრუინი (12), 0:3 აგუერო (19), 0:4 კოლაროვი (93)
გაფრთხილებები: ფერნანდო
მსაჯი: რობერტ მედლი

ნორვიჩი – ნიუკასლი 3:2 (1:0)

ნორვიჩი, “კეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-4-1-1): რადი, კლოზე, ბენეტი, უისდომი, ოლსონი, ო’ნილი, ჰაუსონი, ბრედი, იარვისი, ნეისმიტი, მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

ნიუკასლი (4-2-3-1): დარლოუ, ს.ტეილორი, მბემბა, ჯანმაატი, ანიტა (მიტროვიჩი 62), ტიოტე (ა.პერესი 46), შელვი, სისოკო, თაუნსენდი, ვეინალდუმი, სისე.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 1:0 კლოზე (45+2), 1:1;2:2 მიტროვიჩი (71;86 პენ.), 2:1 მბოკანი (74), 3:2 ოლსონი (93)
მსაჯი: მაიკლ დინი

ვესტ ჰემი – კრისტალ პალასი 2:2 (2:1)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, ოგბონა, კრესველი, ანტონიო, ნობლი (ობიანგი 80), კუაიტე, ემენიკე (კეროლი 60), ლანცინი, პაიე, სახო (ვალენსია 69).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, სუარე, ლედლი (კემპბელი 71), იედინაკი, ზაჰა (გაილი 46), ბოლასი, პანჩონი, საკო.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 0:1 დელანი (15), 1:1 ლანცინი (18), 2:1 პაიე (41), 2:2 გაილი (75)
გაფრთხილებები: ნობლი, რიდი – იარდი, საკო
გაძევება: კუაიტე (68)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სანდერლენდი – ვესტ ბრომვიჩი 0:0

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, კონე, ქაბული, იედლინი, ვან აანჰოლტი, კირხოფი, კატერმოლი, მ’ვილა, ბორინი, ხაზრი (ნ’დოიე 82), დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ევანსი, ჩესტერი, დოუსონი, იაკობი, სანდრო, გარდნერი (მაკკლინი 71), დ.ფლეტჩერი, ბერაჰინო (ლეკო 78), რონდონი (ანიჩებე 81).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გაფრთხილებები: ქაბული – გარდნერი, ევანსი
მსაჯი: როჯერ ისტი

სტოკი – სუონსი 2:2 (1:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ჰოუგაარდი, კამერონი, ვოლშაიდი, ბერდსლი, პიტერსი, ველანი (აირლანდი 81), იმბულა, კრკიჩი (დიუფი 74), არნაუტოვიჩი, აფელაი, ხოსელუ.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნოუტონი (ნ.ტეილორი 82), რანხელი, ბრიტონი (მონტერო 61), კი, კორკი, სიგურდსონი, რუტლიჯი, გომისი (პალოსკი 71).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

გოლები: 1:0 აფელაი (13), 2:0 კრკიჩი (53), 2:1 სიგურდსონი (68), 2:2 პალოსკი (79)
გაფრთხილებები: უილიამსი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ლივერპული – ტოტენჰემი 1:1 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, სახო, ლოვრენი, მორენო, კლაინი, ჩანი, ჰენდერსონი, ლალანა (ალენი 82), მილნერი (აიბი 93), კოუტინიო, სტარიჯი (ორიჯი 72).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვიმერი, ალდერვეირელდი, როუზი, უოლკერი, დაიერი, დამბელე, ალი (მეისონი 88), სონი (ჩადლი 66), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 კოუტინიო (51), 1:1 კეინი (63)
გაფრთხილებები: კოუტინიო, ჩანი
მსაჯი: ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154368