ფეხბურთი

1:13 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგი" "რეალამდე" ლევერკუზენში შერცხვა

გერმანიიის ბუნდესლიგის XXVIII ტურმა სტარტი ლევერკუზენში აიღო, სადაც იქაურმა "ბაიერმა" "ვოლფსბურგი" 3:0 გაანადგურა და სანამ სხვა გუნდები ამ ტურის მატჩებს ჩაატარებენ, ოთხეულში შევიდა. ანუ, იქ,სადაც როჯერ შმიდტის გუნდი ბოლო წლებში სტაბილურად ხვდება...

დღევანდელ შეხვედრაში "ბაიერი" უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და მთლიანობაში დამსახურებულადაც მოიგო. სხვათა შორის, შმიდტმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ხავიერ ერნანდესი, რომელიც წელს ჩინებულად თამაშობს, თადარიგში დატოვა. თუმცა შვეციარიელმა მექსიკელ ფორვარდს მეორე ტაიმში თამაშის საშუალება მისცა და ჩიჩარიტომაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. მის გარდა გატანა ბრადტმა და იურჩენკომაც შეძლეს.

"ვოლფსბურგი" კი, რომელიც შარშან ამ დროს, მეორე იყო და გერმანიის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, ნელ-ნელა ქვემოთ ეშვება და დიდი ალბათობიტ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვიხილავთ. სამაგიეროდ, "მგლებს" ლიგაზე სამ დღეში ვნახავთ, როდესაც მადრიდის "რეალთან" პირველ მეოთხედფინალურ მატჩს ჩაატარებენ... დიდწილად, სწორედ ამითაა გამოწვეული "ვოლფსბურგის" დღევანდელი უფერული თამაში და დიდი ანგარიშით მარცხი...

“ლევერკუზენი” – “ვოლფსბურგი” 3:0 (1:0)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 29 239

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; იედვაი, ტაჰი, რამალიო, ვენდელი; კრამერი, ბენდერი (ჩიჩარიტო 61); ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (იურჩენკო 64), ბრანდტი; კისლინგი (არანგიზი 88)

მწვრთნელი: შმიდტი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში (ბრუნო ენრიკე 46), კნოხე (ასკუესი 82), დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, არნოლდი; ვიეირინია, დრაქსლერი, შურლე; კრუსე (შეფერი 63)

მწვრთნელი: ჰეკინგი

გოლები: 1:0 ბრანდტი (27), 2:0 ჩიჩარიტო (73), 3:0 იურჩენკო (87)

გაფრთხილება: დანტე (58), დრაქსლერი (76), არნოლდი (82), შურლე (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ბრიხი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.231278