ფეხბურთი

12:10 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: სათასო ბატალიები კორპორატიულ ლიგაშიც იწყება

ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 3 აპრილს, კორპორატიული ლიგის თასის თამაშებით განახლდება, რომელსაც ტრადიციულად ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, ოქროს და ვერცხლის ლიგის საუკეთესო 8-8 გუნდი ბრმა წილისყრის შედეგად კორპორატიული ლიგის თასისთვის იწყებენ ბრძოლას, რომელიც წელს პირველად იმართება.

სათამაშო დღე, ვესტ ინვესტისა და თბილისის მერიის გუნდების მატჩით დაიწყება, რომელიც 11:00 სთ-ზე გაიმართება. ამ დაპირისპირების გარდა, ოქრო-ვერცხლის გუნდები ერთმანეთს კიდევ სამ წყვილში ხვდებიან: ბანკი რესპუბლიკა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ეთამაშება, ვერცხლის ლიგის დებიუტანტი თეთრი ქუდი, პატრულს დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს ფოსტა ბაქსვუდთან ეცდება რანგობრივი ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას. სხვა დაპირისპირებებიდან გამოსარჩევია ვერცხლის ლიგის ორი ფავორიტის, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ალიანს საქართველოს გუნდების შეხვედრა. ვერცხლის ლიგიდან კიდევ ორი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს: ვითიბი ბანკი საქრუსენერგოს ეთამაშება. ოქროს ლიგიდან კი ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი -კრედო და ტრადიციული მეტოქეები, ნატახტარი - საქართველოს ბანკი იბრძოლებენ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის.

03.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/8 ფინალი

11:00 ვესტ ინვესტი - თბილისის მერია

12:00 GWP - კრედო

13:00 საქრუსენერგო - ვითიბი ბანკი

14:00ბანკი რესპუბლიკა - TTC

16:00ტატიშვილი - ალიანს საქართველო

18:00ნატახტარი - საქ. ბანკი

20:00თეთრი ქუდი - პატრული

21:00 საქ. ფოსტა - ბაქსვუდი

კვირასვე ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C -ს რამოდენიმე შეხვედრაც გაიმართება.

15:00 სთ-ზე ბრინჯაოს ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლიბერთი ბანკი და ევროპაბეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 17:00 სთ-ზე კი შემოსავლების სამსახურის და თიბისი ბანკის გუნდები გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

03.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

15:00 ლიბერთი ბანკი - ევროპაბეთი

17:00 შემოსავლების სამსახური - თიბისი ბანკი

სუპერლიგა C-ს მესამე ტურის ერთი დარჩენილი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს სამტრედია და ტელეკომპანია იმედი დაუპირისპირდებიან.

03.04.2016. სუპერლიგა C. III ტური

19:00 სამტრედია - ტვ იმედი

სათამაშო კვირას, ორშაბათს სუპერლიგა C-ს პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრა დაასრულებს. მცხეთის გრანდ გრუპი, ლიგის დებიუტანტს, სისი ლოუნის გუნდს დაუპირისპირდება.

04.04.2016. სუპერლიგა C. I ტური

21:00 გრანდ გრუპი - სისი ლოუნი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

თეგებიSBM LEAGUE
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159124