ფეხბურთი

9:24 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში მე-2 ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა, “ვალენსია” – გასავარდნ ზონას მიუახლოვდა

ესპანეთის ჩემპიონატში 30-ე ტურის შემდეგ მე-2 ადგილისთვის ბრძოლა კვლავ დაიძაბა. შაბათს “ატლეტიკომ” მოულოდნელად გასვლაზე “ხიხონთან” წააგო, რითაც მეორე დღეს “რეალმა” ისარგებლა, საკუთარ მოედანზე “სევილია” გაანადგურა და თანაქალაქელთან სხვაობა ქულამდე შეამცირა.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ მატჩში “რეალი” უდიდეს უპირატესობას ფლობდა და ოთხი გატანილი ბურთი გარდა, კიდევ არაერთი ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ სერხიო რიკო მშვენივრად თამაშობდა ან კიდევ მასპინძლებს აკლდებოდათ სიზუსტე. “ბლანკოსმა” პირველი ნახევარი ქარიმ ბენზემას ძალიან ლამაზი გოლით მოიგო. გათანაბრების შანსი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ 27-ე წუთზე კევინ გამეირომ კეილორ ნავასს პენალტი ვერ გაუტანა.

მეორე ტაიმში “რეალი” კიდევ უფრო დიდ უპირატესობას ფლობდა. 58-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ პენალტი ააცილა, თუმცა 6 წუთში შეცდომა გამოასწორა და თამაშიდან შეძლო გატანა. ორ წუთში უკვე გარეტ ბეილის ჯერი დადგა, ხოლო ანდალუსიელთა წვალებას ბოლო შეცვლაზე შემოსულმა ხესემ მოუღო, რომელმაც საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე დააფიქსირა – 4:0.

“ბარსელონა” პირველი ტაიმის შემდეგ “ელ მადრიგალზე” ივან რაკიტიჩისა და ნეიმარის გოლებით ორბურთიანი სხვაობით უგებდა “ვილიარეალს”, თუმცა მასპინძლებმა შეძლეს და წონასწორობა აღადგინეს. ლუის ენრიკეს აშკარად არ გაუმართლა ჟერემი მატიემ, რომელიც თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. აქედან ორ წუთში “ბლაუგრანამ” პირველი ბურთი გაუშვა, ხოლო 63-ე წუთზე ფრანგმა მცველმა ავტოგოლი მიითვალა – 2:2. ქულების დაკარგვა კატალონიელთათვის საგანგაშო არაა, რადგან “ატლეტიკოსთან” სხვაობა 9 ქულამდე გაიზარდა.

კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას “ვალენსია”, რომელიც შინ “სელტასთან” დამარცხდა და გასავარდნ ზონას 6 ქულამდე მიუახლოვდა. მე-80 წუთამდე “ღამურები” უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გატანა ვერ შეძლეს (ალკასერმა კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა) და ამის გამო დაისაჯნენ. გუიდეტის გოლის შემდეგ მასპინძლები საერთოდ მოიშალნენ და 4 წუთში უგო მალიომ მეორეც გაიტანა. დარჩენილ დროში გალისიელებს დემორალიზებული მეტოქისთვის კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, მაგრამ ურეალურესი მომენტები ვერ გამოიყენეს – 0:2.

დღის გახსნითი შეხვედრა “კორნელია ელ პრატზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ესპანიოლმა” ევროპა ლიგაზე გადაღლილი “ბილბაო” დაამარცხა. სტუმრებმა პირველი ნახევარი ერასოს გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისის სამწუთიან მონაკვეთში დიოპმა და კაისედომ ორი ბურთის გატანა შეძლეს, რაც სამი ქულის ასაღებად საკმარისი აღმოჩნდა – 2:1.

ესპანიოლი – ბილბაო 2:1 (0:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-3-3): პაუ, რ.დუარტე, როკო, ო.დუარტე, ა.გონსალესი, აბრაჰამი, დიოპი, ვ.სანჩესი, ასენსიო (კაისედო 53), ჰ.პერესი, ხ.მორენო (ხ.ლოპესი 71).
მწვრთნელი: კონსტანტინ გალკა

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბოვედა (რ.გარსია 64), ბალენსიაგა, მ.რიკო (სან ხოსე 54), იტურასპე (ბენიატი 64), ერასო, დე მარკოსი, ლეკუე, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 ერასო (20), 1:1 დიოპი (54), 2:1 კაისედო (57)
გაფრთხილებები: ა.გონსალესი, ჰ.პერესი, პაუ – მ.რიკო, ლეკუე, ბენიატი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ვილიარეალი – ბარსელონა 2:2 (0:2)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, ბაილი, რუკავინა, გასპარი, სორიანო, ტრიგეირასი, კასტილიეხო, დ.სუარესი (პინა 74), სოლდადო (ბაპტიშტაო 83), ბაკამბუ (ადრიანი 71).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე (მატიე 55), მასკერანო, ალბა, რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, თურანი (ალვეში 57), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (20), 0:2 ნეიმარი (41 პენ.), 1:2 ბაკამბუ (57), 2:2 მატიე (63 ს.კ.)
გაფრთხილებები: სოლდადო, ასენხიო, რუისი, სორიანო, რუკავინა, პინა, გასპარი, ტრიგეირასი – თურანი, პიკე, ალბა, მასკერანო
მსაჯი: ხოსე სანჩესი

ვალენსია – სელტა 0:2 (0:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): რაიანი, აბდენური, მუსტაფი, სიკეირა (გაია 51), ვეზო, ბარბოსა, ფუეგო, გომეში, მინა, როდრიგო (ფეგული 71), ალკასერი (ნეგრედო 79).
მწვრთნელი: გარი ნევილი

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, ვასი, დიასი, ბივუ (ჩეიკი 71), ორელიანა, ნოლიტო (ბონგონდა 89), გუიდეტი (პლანასი 83).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 გუიდეტი (80), 0:2 მალიო (84)
გაფრთხილებები: ალკასერი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

რეალი – სევილია 4:0 (1:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, ნაჩო, დანილო, მარსელო, კასემირო (ხამესი 76), კროოსი, მოდრიჩი, ბეილი (ხესე 70), რონალდუ, ბენზემა (ისკო 81).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

სევილია (4-4-1-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, რამი, კოკე, ტრემულინასი, კრისტოფორო (მარიანო 72), კრიხოვიაკი, ფიგეირაში (რეიესი 56), ესკუდერო, იბორა (მუნიოსი 71), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ბენზემა (6), 2:0 რონალდუ (64), 3:0 ბეილი (66), 4:0 ხესე (86)
გაფრთხილებები: ვარანი, კასემირო – რეიესი, კრიხოვიაკი
მსაჯი: ხოსე ესტრადა ფერნანდესი

27-ე წუთზე გამეირომ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე), 58-ე წუთზე რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117656