ფეხბურთი

23:29 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრე ტაინ-უირის დერბიში, “წმინდანების” შესანიშნავი “ქამბექი” და რეშფორდის მორიგი გაბრწყინება

ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

დღის გახსნითი შეხვედრა “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც ტაინ-უირის დერბიში ერთმანეთს გადარჩენისთვის მებრძოლი კლუბები “ნიუკასლი” და “სანდერლენდი” დაუპირისპირდნენ.

“შავი კატები” დიდი ხნის განმალობაში ჯერმეინ დეფოს მიერ 44-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ 83-ე წუთზე ალექსანდრ მიტროვიჩმა გაათანაბრა და რაფაელ ბენიტესმა ახალი კლუბის რიგებში პირველი ქულა მოიპოვა – 1:1.

“სენტ მერი სთედიუმზე” გამართული მატჩის პირველი ნახევარი “ლივერპულის” სრული უპირატესობით წარიმართა და “საუთჰემპტონს” ფელიპე კოუტინიოსა და დანიელ სტარიჯის გოლებით ამარცხებდა, თუმცა შესვენებაზე რონალდ კუმანმა საჭირო შეცვლები განახორციელა და მეორე 45 წუთში მოვლენები სრულიად საპირისპიროდ განვითარდა.

მასპინძლებს ანგარიშის შემცირება 49-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა სადიო მანემ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ სენეგალელმა შეცდომა 15 წუთში გამოასწორა და საკუთარი გუნდი თამაშში დააბრუნა. 83-ე წუთზე წონასწორობა გრაციანო პელემ აღადგინა, ხოლო 3 წუთში მანემ დუბლი შეასრულა და “წმინდანებმა” შესანიშნავი “ქამბექით” იმარჯვეს – 3:2.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა “ტოტენჰემმა” შინ “ბორნმუთი” მიიღო და იოლი 3 ქულა მოიპოვა. შეხვედრის ბედი საწყის წუთებშივე გადაწყდა: პირველ და მე-16 წუთებზე ჰარი კეინმა დუბლი მიითვალა და ტაიმი ასე დასრულდა, ხოლო 52-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმაც გაიტანა და “დეზებმა” 3:0 მოიგეს. “ლესტერთან” სხვაობა კვლავ 5 ქულაა.

აღსანიშნავია, რომ კეინს 21 გოლი დაუგროვდა პრემიერლიგაში და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა.

ტურის ცენტრალური მატჩი კი, “ეტიჰად სთედიუმზე” გაიმართა, სადაც მანჩესტერულ დერბიში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლნი “სიტი” და “იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. კვლავ გაიბრწინა “წითელი ეშმაკების” თინეიჯერმა ფორვარდმა მარკუს რეშფორმა, რომელიც მთელი შეხვედრის განმალობაში აქტიური იყო და მე-16 წუთზე მშვენიერი გოლიც გაიტანა, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა – 0:1.

ნიუკასლი – სანდერლენდი 1:1 (0:1)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ლასკელესი, მბემბა, ჯანმაატი (ანიტა 71), კოლბეკი (სიმ დე იონგი 62), შელვი, ვეინალდუმი, თაუნსენდი (სისე 76), ა.პერესი, სისოკო, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ქაბული (ოში 73), კონე, იედლინი, ვან აანჰოლტი, კირხოფი (კატერმოლი 84), მ’ვილა, როდუელი, ხაზრი (ნ’დოიე 75), ბორინი, დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 0:1 დეფო (44), 1:1 მიტროვიჩი (83)
გაფრთხილებები: კოლბეკი, ჯანმაატი, შელვი, მიტროვიჩი – მანონე
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

საუთჰემპტონი – ლივერპული 3:2 (0:2)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-4-2): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, მარტინა, კლასი (ვანიამა 46), რომეუ (უარდ-პროუსი 69), ს.დევისი, ტადიჩი (მანე 46), პელე, ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ლივერპული (4-4-2): მინოლე, ლოვრენი (შკრტელი 46), სახო, ფლანაგანი, კლაინი, ალენი (ოჯო 87), ჩანი, ლალანა, კოუტინიო, ორიჯი, სტარიჯი (ბენტეკე 70).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 კოუტინიო (17), 0:2 სტარიჯი (22), 1:2;3:2 მანე (64;86), 2:2 პელე (83)
გაფრთხილებები: მანე – ლოვრენი, შკრტელი, ჩანი
მსაჯი: როჯერ ისტი

49-ე წუთზე მანემ პენალტი ვერ გაიტანა

მანჩესტერ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 (0:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი (კაბალიერო 50), დემიჩელისი (ბონი 53), მანგალა, სანია, კლიში, ფერნანდინიო, ტურე, სტერლინგი (ფერნანდო 26), სილვა, ნავასი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, როხო, დარმიანი (ფოსუ-მენსა 84), როხო (ვალენსია 63), შნეიდერლენი, კერიკი, მატა (შვაინშტაიგერი 70), ლინგარდი, მარტიალი, რეშფორდი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლი: რეშფორდი (16)
გაფრთხილებები: მანგალა – სმოლინგი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ტოტენჰემი – ბორნმუთი 3:0 (2:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვიმერი, ალდერვეირელდი, უოლკერი, როუზი, დაიერი (ჩადლი 90), დემბელე, ალი (მეისონი 82), ერიკსენი, ლამელა (კეროლი 66), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სმიტი, არტერი (ო’კეინი 46), სურმანი, გრადელი (პუგი 70), რიტჩი, კინგი, აფობი (გრებანი 46).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0;2:0 კეინი (1;16), 3:0 ერიკსენი (52)
გაფრთხილებები: ფრანცისი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155606