ფეხბურთი

2:50 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალში: "სიტი" მშვიდად, "ატლეტიკო" წვალებით

"მანჩესტერ სიტი" და "ატლეტიკო" - სწორედ ისინი ითამაშებენ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. პირველი მატჩების შემდეგ ეს გუნდები ცალსახა ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა თუ "სიტიმ" მომდევნო ეტაპის საგზური დაუბრკოლებლად მოიპოვა, იგივეს მადრიდელებზე ვერ ვიტყვით.

საერთოდ, დიეგო სიმეონეს გუნდმა ჰოლანდიურ "პსვ ეინდჰოვენთან" 210 წუთის განმავლობაში ისეთი ფეხბურთი ვერ აჩვენა, რასაც მისგან ელიან. მართალია, დღევანდელ მატჩში "როხიბლანკომ" მეტოქის კარში 24-ჯერ დაარტყა, მაგრამ ამაოდ. პსვ კი ძირითადად თავს იცავდა და ამას მშვენივარადაც აკეთებდა. ეგ კი არა, მეორე ტაიმის შუაწელს კინაღამ გაიტანა, თუმცა ლოკადიას დარტყმულის მერ ეობლაკმა და ძელმა ესპანელები დიდი უსიამოვნებისგან იხსნა.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც საინტერესო არაფერი მომხდარა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და პენალტების სერიისთვის ემზადებოდა. თერთმეტმეტრიანების სერიაშიც სრულად თანაბარი სიტუაცია იყო მანამ, სანამ ლუსიანო ნარსინგმა, რომელიც მოედანზე 120-ე წუთზე გამოჩნდა, ბურთი ხარიხას არ გაარტყა. მერე ხუანფრანმა გაიტანა და "ატლეტიკო" მეოთხედფინალში მიჯრით მესამედ გავიდა. სხვათა შორის, ზედიზედ მეორე სეზონია სიმეონეს გუნდი მერვედფინალურ რაუნდს პენალტების სერიაში იგებს. შარშან იგივე, იმავე "ვისენტე კალდერონზე" ლევერკუზენის "ბაიერთან" მოხდა.

მეორე მატჩი კი გაცილებით უღიმღამო გამოდგა. "სიტიმ" და კიევის "დინამომ" უბრალოდ მოვალეობა მოიხადეს, თამაში ჩაატარეს, რომელიც უგოლოდ დასრულდა და "ქალაქელები" სტუმრად მოგებული მატჩის წყალობით მეოთხედფნალში გავიდნენ, რაც მათ ისტორიაში პირველად მოხდა.

“მანჩესტერ სიტი” – “დინამო” (კიევი) 0:0 (0:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 53 000

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; ზაბალეტა, კომპანი (მანგალა 7), ოტამენდი (დემიკელისი 24), კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; ტურე, სილვა (სტერლინგ 79), ნავასი; აგუერო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

“დინამო” (4-2-3-1): შოვკოვსკი; ანტუნეში, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ვიდა; ველოზუ, გარმაში (სიდორჩუკი 64); გუსევი (იარმოლენკო 62), ბუიალსკი, იარმოლენკო; ტეოდორჩზიკი (გონსალესი 46)

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

გაფრთხილება: ოტამენდი (18) - ანტუნეში (21), გარმაში (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 6 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ოვიედუ ჰატეგანი (რუმინეთი)

“ატლეტიკო” – “პსვ ეინდჰოვენი” 0:0 პენ: 8:7 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

მაყურებელი: 50 000

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი (ერნანდესი 89), ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი, ფერნანდესი (ფ. ტორესი 56); გრიზმანი, ფერეირა-კარასკო (კრანევიტერი 75)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“პსვ ეინდჰოვენი” (5-3-2): ზუტი; არიასი, ისიმატ-მირიმი, მორენო, ბრუმა, ვილემსი (ბრენეტი 75); პროეპერი, გუარდადო, ვან გინკელი; დე იონგი (ნარსინგი 119), ლოკადია (ლესტიენი 87)

მწვრთნელი: ფილლიპ კოკუ

გაფრთხილება: ლოკადია (30), დე იონგი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (6) – 9 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.225792