ფეხბურთი

3:22 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერმა“ 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა

პრემიერლიგის არასრული 30-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა „კინგ პაუერ სთედიუმზე“ შედგა, სადაც გათამაშების ლიდერმა „ლესტერმა“ გასავარდნ ზონაში მყოფი „ნიუკასლი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

სტუმრებს პირველად გაუძღვა რაფაელ ბენიტესი, რომელიც „ჯორდების“ მთავარი მწვრთნელი პარასკევს გახდა. ესპანელ სპეციალისტს დებიუტი ძალიან რთულ მეტოქესთან ჰქონდა და გასაკვირი არაა, რომ პრემიერლიგას მარცხით დაუბრუნდა.

ერთადერთი გოლის ავტორი შინჯი ოკაზაკი გახდა, რომელმაც 25-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე “ლესტერს“ 63 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს „ტოტენჰემს“ 5 ქულით უსწრებს.

ლესტერი - ნიუკასლი 1:0 (1:0)

ლესტერი, „კინგ პაუერ სთედიუმი“

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, ოლბრაიტონი (ულოა 76), დრინკვოთერი, კანტე, მაჰრეზი, ოკაზაკი (შლუპი 65), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ლასკელესი, ს.ტეილორი, კოლბეკი, ჯანმაატი, ანიტა (თაუნსენდი 56), შელვი (დუმბია 87), ა.პერესი (სიმ დე იონგი 71), ვეინალდუმი, სისოკო, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლი: ოკაზაკი (25)
მსაჯი:კრეიგ პაუსონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109477