ფეხბურთი

3:40 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ოთხეულს ირთულებს

მიმდინარე უიკენდზე ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალური მატჩების გამო, პრემიერლიგაში მხოლოდ 5 შეხვედრა გაიმართება, ხოლო დანარჩენი თამაშები მოგვიანებით ჩატარდება.

ამ 5 მატჩიდან 3 გუშინ შედგა და ერთში ოთხეულის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ბოლო პერიოდში ძალიან არასტაბილურად მოთამაშე “მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე საშინელ ფორმაში მყოფ “ნორვიჩთან” მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა და ასე თუ განაგრძო, ოთხეულში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.

“ქალაქელებს” 51 ქულა აქვთ და სამ გუნდს თავისუფლად შეუძლია მისთვის მე-4 ადგილის წართმევა. “ვესტ ჰემს” 49 ქულა აქვს, “მანჩესტერ იუნაიტედს” 47, ხოლო “ლივერპულს” 44 და კიდევ ერთი შეხვედრა გამოტოვებული აქვს.

“სიტი” “ქეროუ როუდზე” გამართულ მატჩში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მასპინძლებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს და საჭირო ქულა მოიპოვეს.

“სუთჰემპტონი” გასვლაზე “სტოკს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. პირველ ტაიმში გრაციანო პელემ დუბლი გაიფორმა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში თამაში მარკო არნაუტოვიჩმა დაძაბა, მაგრამ “დურგლებმა” მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს – 1:2.

დღის მესამე მატჩში კი, “ბორნმუთი” საკუთარ კედლებში “სუონსის” დაუხვდა, დაძაბულ და უხვგოლიან მატჩში აჯობა და პრემიერლიგაში დარჩენა თითქმის საბოლოოდ გაინაღდა.

ნორვიჩი – მანჩესტერ სიტი 0:0

ნორვიჩი, “ქეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, კლოზე, ბენეტი, მარტინი, ოლსონი, ო’ნილი, ჰაუსონი, იარვისი, რედმონდი (დორანსი 45), ჰულაჰანი (მბოკანი 67), ბემფორდი (ჯერომი 67).
მწვრთნელი: ალექს ნილი

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, კომპანი, ოტამენდი კლიში, სანია (ზაბალეტა 85), ფერნანდო, ფერნანდინიო, ნავასი (აიჰენაჩო 77), სილვა, ბონი (სტერლინგი 58), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გაფრთხილებები: ბენეტი, ო’ნილი, ჰაუსონი – ოტამენდი
მსაჯი: ჯონათან მოსი

სტოკი – საუთჰემპტონი 1:2 (0:2)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, შოუკროსი, ვოლშაიდი პიტერსი (უოლტერსი 92), კამერონი, ველანი (კრაუჩი 78), იმბულა, შაქირი (კრკიჩი 31), აფელაი, არნაუტოვიჩი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ბერტრანი, ვან დეიკი, ტარგეტი (იოშიდა 80) მარტინა, რომეუ, კლასი (უარდ-პროუსი 69), ს.დევისი, ტადიჩი (მანე 75), ლონგი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1;0:2 პელე (11;30), 1:2 არნაუტოვიჩი (52)
გაფრთხილებები: პიტერსი – კლასი, ს.დევისი
გაძევება: მანე (91)
მსაჯი: ლი მეისონი

ბორნმუთი – სუონსი 3:2 (1:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, გოსლინგი (ო’კეინი 46), სურმანი, გრადელი (პუგი 76), რიტჩი, კინგი, აფობი (გრებანი 65).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რანხელი, ნ.ტეილორი, ფერი (კი 84), კორკი, რუტლიჯი (გომისი 60), ბაროუ (ემნესი 80), სიგურდსონი, პალოსკი.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

გოლები: 1:0 გრადელი (37), 1:1 ბაროუ (39), 2:1 კინგი (50), 2:2 სიგურდსონი (62), 3:2 კუკი (78)
გაფრთხილებები: გოსლინგი
მსაჯი: როჯერ ისტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097402