ფეხბურთი

2:28 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ბოლოსკენ იმძლავრა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXIX ტურში მილანის “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ზონასთან სხვაობა შეამცირა. ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” კი მოუგებელი სერია კვლავ გააგრძელა.

“ინტერმა” ზედიზედ მეორე თამაში რომ მოიგო, დიდწილად დანილო დ’ამბროზიოს დამსახურებაა. იტალიელმა მცველმა “ბოლონიასთან” ჩინებული თამაში ჩაატარა, გოლიც მშვენიერი გაიტანა და მანამდე საგოლე პასიც შეასრულა. საერთოდ, “ინტერს” გოლის გატანა უჭირდა 72-ე წუთამდე. თუმცა ამ დროსი საქმეში დ’ამბროზიო ჩაერთო, რომელმაც კუთხურისას მაღალ ბურთზე ბრძოლა მოიგო და კარის წინ მარტოდ მყოფ ივან პერიშიჩს უპასა, ვინც დაუბრკოლებლად შეაგდო. ოთხ წუთში კი ისევ კუთხურისას, დანილომ თავად გაიტანა, თანაც ეფექტურად. თამაშის ბედიც აქ გადაწყდა, მიუხედავად იმისა, რომ 90-ე წუთზე ჟოფრი კონდოგბიას შეცდომით “როსობლუმ” ისარგებლა და ფრანკო ბრიენცამ ლამაზი ბურთი შეაგდო. “ინტერნაციონალემ” “რომასთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, მაგრამ “ჯალოროსი” 29-ე ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს. “ბოლონიამ” ფრეების სამთამაშიანი სერია დაასრულა.

დღის პირველ მატჩში “ემპოლიმ” მიჯრით მეცხრე მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა. მარკო ჯამპაოლოს გუნდი ამჯერზე შინ “სამპდორიას” ვერ მოუგო. მეტიც, მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა. მასპინძელთაგან თავი ლაურინიმ გამოიჩინა, ხოლო სტუმართაგან ანტინიო კასანოს პასის შემდეგ კვალიარელამ გაიტანა. “ემპოლის” შემადგენლობაში ამჯერად სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა 55-ე წუთიდან ითამაშა ლევან მჭედლიძემ, რომელსაც გატანა შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა.

“ემპოლი” – “სამპდორია” 1:1 (0:1) (მიმოხილვა)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, კოსტა, არიაუდო (ბიტანტე 62), მარიო რუი; კროჩე, ზიელინსკი, პერედესი (ლივაია 79); საპონარა; მაკარონე (მჭედლიძე 56), პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; მოისანდერი, კასანი, რანოკია; დე სლივესტრი, სორიანო, ალვარესი, დოდო (ლაზაროსი 78); კასანო (კორეა 65), სორიანო; კვალიარელა (ბარეტო 90)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 კვალიარელა (42), 1:1 ლაურინი (82)

გაფრთხილება: მარიო რუი (56), კოსტა (69) - დე სილვესტრი (31), ალვარესი (78), ლაზაროსი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 11 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ინტერი” – “ბოლონია” 2:1 (0:0) (მიმოხილვა)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 40 267

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო; მედელი, ბროჟოვიჩი; ლიაიჩი (პალასიო 71), ედერი (მურილო 89), პერიშიჩი; იკარდი (კონდოგბია 11)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბიაიე (ძუნიგა 59), მაიეტა, გასტალდელო, მასინა; ტაიდერი, დონსა (ბრიენცა 77), დიავარა; ჯაკერინი, დესტრო (ფლოკარი 17), რიცო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 პერიშიჩი (72), 2:0 დ’ამბროზიო (76), 2:1 ბრიენცა (90)

გაფრთხილება: მედელი (56), პალასიო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 2 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 13:3 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

თეგებისერია A
0.112337