ფეხბურთი

4:15 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" VS პსჟ: ლიგას ისევ ერთი შემორჩება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. დღის ცენტრალური მატჩი რა თქმა უნდა, ლონდონში გაიმართება, სადაც “ჩელსი” “პარი სენ ჟერმენს” დაუხვდება და ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება. იგივე ამოცანის წინაშე დგას რუსეთის ჩემპიონი “ზენიტი”, რომელიც ლისაბონის “ბენფიკას მასპინძლობს.

სამი კვირის წინ “ჩელსიმ” პარიზში 1:2 წააგო და ახლა ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს. არადა, “არისტოკრატებს” კარგი პერიოდი არ უდგათ. მართალია, ბოლო დროს გუუს ჰიდინკის გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა, მაგრამ ოთხი დღის წინ შინ “სტოკ სიტის” ვერ მოუგო. არადა, “ჩელსის” სეზონის გადარჩენა თუ უნდა, უსათუოდ ლიგაზე წარმატებით უნდა გამოვდეს, რადგან პრემიერლიგაში საშინლად თამაშობს და მხოოდ მეათე ადგილზეა, რასაც სეზონის დაწყებამდე ალბათ ვერავინ წამროიდგენდა. ამ დროს კი, “პარი სენ ჟერმენი” დიდებულად თამაშობს. ისიც მართალია, რომ ლორან ბლანსი გუნდმა ლიგა 1-ში ბოლო ორ მატჩში ოდენ ქულა მოიპოვა, მაგრამ პსჟ შიდა ჩემპიონატში მოდუნებულია – პარიზელები მდევარ “მონაკოს” არცმეტი, არც ნაკლები 23 ქულით სჯაბნიან და საფრანგეთის ჩემპიონობა განაღდებული აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს გადასარევად იცნობს. ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ სეზონში მათი გზები გადაიკვეთა: ორი წლის წინ ორმატჩიან დუელში გამარჯვებული ინგლისური გუნდი გამოვიდა, ხოლო შარშან პსჟ-მ რევანში აიღო და მეტოქე ლიგის მიღმა დატოვა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, “ჩელსი” სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება – ზუმას, ფალკაოსა და ჯონ ტერის თამაში გამორიცხულია, ხოლო ალეშანდრე პატოსა და დიეგო კოშტას საკითხი ჯერ კდიევ გასარკვევია. სწორედ ამიტომაც, დიდი ალბათობით ფორვარდის პოზიციაზე ბერნარ ტრაორე გაირჯება, რომელმაც “სტოკთან” გოლიც გაიტანა და საერთოდ, 5 მატჩში მეტოქეები 4-ჯერ ჰყავს დამწუხრებული. მოკლედ ტრაორეს ჩინებული სტატისტიკა აქვს. საკადრო პრობლემები ლორან ბლანსაც აქვს: ფრანგებს დღეს ფონს გასვლა სერჟ ორიეს გარეშე მოუწევს, თუმცა ეს კიდევ არაფერი იმასთან, თუ ბლანს მარკო ვერატისა და ბლეს მატუიდის მოსაკლისება მოუწია. ორვე ნახევარმცველის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფ ფეხბურთელებს, ასეთი “ჩელსიში” არავინაა, ხოლო პარიზელთაგან მეოთხედფინალის გამოტოვების საშიშროების წინაშე სერჟ ორიე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარკო ვერატი და დავიდ ლუიზი დგანან.

გუუს ჰიდინკი (“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი): “სტუმრად გოლის გატანა ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ თამაშში ევროპის ორი გრანდი დაუპირისპირდება. დღეს იმედია ის თამაში იქნება, სადაც ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს აჩვენებს ევროპას.

“პარი სენ ჟერმენი” ძალიან ძლიერია. არამარტო ფებხურთელების ინდივიდუალიზმის მხრივ, არამედ როგორც გუნდი. ისინი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდნენ და სწორ გზაზე დგანან. იმედია, მათ პროექტს ჩვენ შევაჩერებთ.

დიეგო კოშტას გასულ უიქ-ენდზე პრობლემები ჰქონდა, მაგრამ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და მისი საკითხი ბოლო მომენტში გადაწყდება. პრემიერლიგაში დეკემბრიდან მოყოლებული თამაში გავაუმჯობესეთ, ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯერია”.

ლორან ბლანი (“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთელი): “ვფიქრობ, დღეს გაცილებით რთული თამაში გვექნება, ვიდრე ბოლო ორ სეზონში გვქონდა. ამიტომაც, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენ უპირატესობა გვაქვს და ეს მნიშვნელოვანია. თამაშის დაწყებისას ჩვნ მომდევნო ეტაპზე ვართ, მაგრამ 90 წუთი წინ გველოდება. ეს დიდებული შეხვედრა იქნება.

“ჩელსის” ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც კონტრშეტევაზე ძალიან ძლიერები არიან. მაგალითად, ვილიანი ასევე ედენ აზარი. პირველ მატჩში ჩვენ მაღალ დონეზე საწყისი 20 წუთი ვითამაშეთ, დღეს კი მთელი მატჩი ასე უნდა ჩავატაროთ.

დარწმუნებული არ ვარ, როგორი შემადგენლობით ვითამაშებ. თამაშის დაწყების ბოლო მომენტამდე უნდა მოვიცადო, რადგან მარკო ვერატის საკითხი გასარკვევია. ის კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იმედია დრეს ჩვენს დახმარებას შეძლებს”.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩელსი” (4-2-3-1): კურტუა; ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, ბაბა რაჰმანი; მატიჩი, მიკელი; ვილიანი, ოსკარი, აზარი; ტრაორე

მწვრთნელი: გუუს ჰიდინკი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; ვერატი (რაბიო), მატუიდი, ტიაგო მოტა; კავანი (ლუკას მოურა), იბრაჰიმოვიჩი, დი მარია

მწვრთნელი: ლორან ბლანი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

დღის პირველი მატჩი კი სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, სადაც “ზენიტი” ლისაბონის “ბენფიკას” უმასპინძლებს. დღევანდელ მატჩს გუნდები განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან. “ბენფიკა” ბოლო პერიოდში დიებულად ასპარეზობს და ყველა ტურნირს ჩათვლით უკანასკნელი 16 მატჩიდან 15 აქვს მოგებული. “ზენიტმა” კი მიმდინარე წესლ ოფიციალური შეხვედრა სულ ორჯერ გამართა. საერთოდაც, გუნდების ფორმას შორის განსხვავება პირველ მატჩიც გამოჩნდა, როცა “და ლუჟზე” “არწივებმა” მეტოქე აშაკრად დაჩაგრეს და დიდი შანსი იყო გაცილეით სოლიდური ხვაობით მოეგოთ. თუმცა, მხოლოდ ჟონასის ბოლო წუთზე გატანილ გოლს დასჯერდნენ და ახლა ამ გოლის დაცვა “პეტროვსკიზე” მოუწევთ, სადაც “ზენიტი” ყოველთვის უკეთ თამაშობს.

“ზენიტს” კი ჩინებული შანსი აქვს, თავის ისტორიაში პირველად მოხვდეს ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის. ისე კი, რუსებმა მიმდინარე ლიგა დიდებულად დაიწყეს და მიჯრით ხუთი თამაში მოიგეს ჯგუფში. თუმცა, მას შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა. როგორც მოგახსენეთ, პიტერებმა ორადორი ოფიციალური მატჩი გამართეს დეკემბრიდან მოყოლებული, რადგან რუსეთის პრემიერლიგა ახლახან განახლდა. მოკლედ, მოასწრო თუ არა “ზენიტმა” ფორმის აღდგენა დღეს საღამოს გამოჩნდება.

“ბენფიკამ” სამი დღის წინ პორტუგალიის პრემიერა ლიგაში “სპორტინგს” ნიშვნელოვანი დერბი მოუგო, ხოლო “ზენიტი” რუსეთის ჩემპიონატში გასვლაზე “კრასნოდარს” დაუზავდა – 0:0.

ლისაბონელთა მთავარი საზრუნავი ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრის არყოფნაა. თავად განსაჯეთ, რუი ჟორჟეს ტრავმების ეპიდემიის გამო ახალგაზრდული გუნდიდან 18 წლის მცველის რუბენ დიასის მთავარ გუნდში გამოძახება დასჭირდა. დღეს, სანქტ-პეტერბურგში პორტუგალიელთაგან ჟულიო სეზარის, ჟარდელის, ანდრე ალმეიდას, ლისანდრო ლოპესისა და ლუიზაოს თამაშია გამორიცხული. დანაკლისი რუსებსაც აქვთ – დომენიკო კრიშიტო დისკვალიფიკაციას იხდის, ხოლო ფაიზულინსა და ხავი გარსიას ტრავმები აწუხებთ.

დღევანდელ მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში მეოთხედფინალის გამოტოვება მოუწევთ მასპინძელთაგან დანის, ჰალკს, იუსუპოვსა და ვიტსელს, ხოლო სტუმართაგან ლუიზაოს, ჟონასსა და გონსალო გუედეშს. თუმცა, ბრაზილიელი მცველი ტრავმის გამო ისედაც ვერ ითამაშებს.

ანდრე ვილაშ-ბოაში (“ზენიტის” მთავარი მწვრთნელი): “დღეს შემადგენლობაში ცვლილებების გაკეთა მომიწევს, რადგან კრიშიტო და ხავი აგრსია ვერ ითამაშებენ, თუმცა მე სხვა რამ ამფიქრებს. ეს, ჩვენთვის ისტორიული მომენტია, რადგან მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია. “ბენფიკა” ყოველთვის კომპაქტურ ფეხბურთს თამაშობს და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

ჰალკს რაც შეეხება, მან საკუთარი სახელი უკვე ჩაწერა “ზენიტში”, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ აპირებს. დღეს, ყურადღებით ვიქნებით და შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ვეცდებით, მემენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”.

რუი ჟორჟე (“ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი): “კალენდარი ჩვენს სასრგებლოდ არაა. “სპორტინგს” ახლახან მოვიგეთ და უკვე “ზენიტთან” გვიწევს თამაში. დღეს ჩვენი მიზანი ერთადერთია – მეოთხედფინალში გასვლა. ჩემი და ვილაშ-ბოაშის შედარება არ შეიძლება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ყველა გუნდში, სადაც უმუშავია, მაღალი შედეგები აჩვენა “ზენიტის” ჩათვლით. მას წარმატებას ვუსურვებ, თუმცა არა დღევანდელ შეხვედრაში. ჩვენ მიზანი კი მხოლოდ და მხოლოდ მოგებაა.

“ზენიტი” კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით და ამიტომ ძალიან კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ. ბევრი ტრავმირებული მოთამაშე მყავს, მაგრამ ჩემი ახალგაზრდების მჯერა. რუბენ დიასი ნიჭიერი ახალგაზრდაა, “ბენფიკას” მომავალი”.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ზენიტი” (4-2-3-1): ლოდიგინი; ანიუკოვი, ლომბერტსი, გარაი, ჟირკოვი; იუსუპოვი, ვიტსელი; შატოვი, დანი, ჰალკი; ძიუბა

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; სემედო, ლინდელოფი, ფეისა, ელიზეუ; სამარისი, რენატო სანჩესი, გაიტანი, პიცი; ჟონასი, ხიმენესი

მწვრთნელი: რუი ჟორჟე

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171955