ფეხბურთი

2:54 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა დაიძაბა

ინგლისის ჩემპიონატში 29-ე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა. მე-3 ადგილოსან “არსენალს” 52 ქულა აქვს, მის მდევარ “მანჩესტერ სიტის” 50, ხოლო მე-7 პოზიციაზე მყოფ “ლივერპულს” 44 და 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

“ლივერპული” გასვლაზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში, 96-ე წუთზე დანიშნული საეჭვო პენალტით იმარჯვა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმი “ლვერპულისთვის” ძალიან ცუდად დაიწყო. 48-ე წუთზე მასპინძლები ლედლიმ დააწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე ჯეიმს მილნერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “წითლები” 10 კაცით დარჩნენ.

მიუხედავად ამისა, იურგენ კლოპის შეგირდებმა მოახერხეს და შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს. 72-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაათანაბრა, ხოლო 96-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ მის მიერ გამომუშავებული პენალტი აქცია გოლად – 1:2.

დღის მეორე შეხვედრა “ჰაუტორნსზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ვესტ ბრომვიჩმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა, რომელიც ხუან მატას გაძევების გამო, 26-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე სალომონ რონდონმა გაიტანა – 1:0.

კრისტალ პალასი – ლივერპული 1:2 (0:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, სუარე, ლედლი (საკო 82), იედინაკი, კაბაიე (მუტჩი 70), ზაჰა, ბოლასი, ადებაიორი (გაილი 82).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ლივერპული (4-4-1-1): მინოლე, სახო, ლოვრენი, ფლანაგანი (კოუტინიო 61), მორენო, ლალანა, ჩანი, ჰენდერსონი, მილნერი, ფირმინო (ტურე 88), ორიჯი (ბენტეკე 80).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ლედლი (48), 1:1 ფირმინო (72), 1:2 ბენტეკე (96 პენ.)
გაფრთხილებები: დანი – ჰენდერსონი, მილნერი, მორენო
მსაჯი: ანდრე მარინერი

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი, მაკოლი, ოლსონი, ჩესტერი, დოუსონი (პოცონიოლი 56), სესენიონი (მაკკლინი 69), იაკობი, დ.ფლეტჩერი, გარდნერი, ბერაჰინო (სანდრო 88), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, დარმიანი (ფოსუ-მენსა 83), სმოლინგი, ბლინდი, როხო, კერიკი, ერერა (შნეიდერლენი 62), მატა, ლინგარდი, მარტიალი, რეშფორდი (დეპაი 75).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლი: რონდონი (66)
გაფრთხილებები: ოლსონი – მატა
გაძევება: მატა (26)
მსაჯი: მაიკლ დინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130182