ფეხბურთი

2:39 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" ლიდერობა დაიბრუნა, მჭედლიძემ ძელს დაუმიზნა (+VIDEO)

ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ში ერთდღიანი პაუზის შემდოგმ ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. ტურინულმა გრანდმა ბერგამოში “ატალანტას” უპრობლემოდ აჯობა. “მილანმა” კი 9 თამაშიანი წაუგებელი სერია რეჯიო ემილიაში შეწყვიტა.

“იუვენტუსმა” “ატალნტას” თითო ტაიმში თითო გოლი აკმარა. მართალია, “ბებერ ქალბატონს” განსაკუთრებულად მიმზიდველი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ რაც მთავარი იყო გააკეთა, მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ მოექცა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ანდრეა ბარძალისა და მარიო ლემინას გოლებით მოიგო. ამ უკანასკნელმა ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ საკმაოდ ეფექტური შეაგდო, ხოლო ბარძალიმ ახლო მანძილიდან კუთხურის დროს. სხვათა შორის, ვეტერანმა მცველმა მას შემდგომ, რაც “იუვეში” სერია A-ში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო თამაშიდან პირველად. ბოლოს მას 2012 წლის 13 მაისს, იმავე “ატალანტას” კარი აეღო, ოღონდ პენალტით. ტურინელთათვის ამ შეხვედრაში კიდევ ერთი გასახარი რამ მოხდა: ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარი კარი კვლავაც მშრალად შეინახა და უკვე 836 წუთია გოლი არ გაუშვია, რაც ისტორიაში მესამე შედეგია. ახლა ჯიჯის სებასტიანო როსის რეკორდის მოსახსნელად 94 წუთი გოლის არგაშვება აკლია.

წააგო “მილანმა” – ბოლოს “როსონერის” საკუთარ კედლებში 6 იანვარს, “ბოლონიასთან” წაეგო. დღეს კი, მილანელებს “სასუოლომ” აჯობა. საერთოდაც, “ნეროვერდი” ლომბარდიული გრანდისთვის მეტად უხერხული მეტოქეა, განსაკუთრებით რეჯიო ემილიაში. ამჯერზე “მილანის” კარი დომენიკო ბერარდის არ დაულაშქრავს, მაგრამ დანკანმა და სანსონემ გაუტანეს, შედეგი კი უცვლელი დარჩა: “სასუოლომ” მოიგო და ევროზონას ძალზე მიუახლოვდა.

მოიგო მილანის მეორე გუნდმა “ინტერმა” და უკვე მეოთხე პოზიცია ერთი ხელის გაწვდენაზეა. არც ჩემპიონთა ლიგის ზონაა ძალიან შორს. მოკლედ, “ნერაძურისთვის” სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და თუ ისე გაირჯებიან, როგორც “პალერმოსთან” მატჩში ვინ იცის, ეგებ მომავალ სეზონში ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირსაც დაუბრუნდნენ.

XXVIII ტურში როგორც იქნა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელმაც “ჯენოას” წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი აქტიური იყო და ცუდად არ უთამაშია, თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა – 0:1. “ემპოლის” უკვე 9 თამაშია არ მოუგია და ნელ-ნელა ქვემოთ ეშვება, მაგრამ ჯერ საგანგაშო მდგომარეობა მაინც არ აქვს. სხვათა შორის, მჭედლიძეს თამაშის მიწურულს ტოსკანელების მარცხისგან ხსნაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა.

“ტორინო” – “ლაციო” 1:1 (1:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 18 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი (ძაპაკოსტა 80), ბენასი (ბაზელი 79), ვივესი (ობი 86), აკქუა, მოლინარო; ბელოტი, იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ლაციო” (4-3-1-2): მარკეტი; კონკო, ბიშევაცი, ჰოედტი, ლულიჩი (ბრააფეიდი 40); კატალდი (მილინკოვიჩ-სავიჩი 40), ბილია, პაროლო; ანდერსონი; ჯორჯევიჩი, კლოზე (კეიტა 73)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 ბელოტი (12), 1:1 ბილია (78, პენ)

გაფრთხილება: ვივესი (23), ბრუნო პერესი (49), აკქუა (57) – კონკო (51), პაროლო (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 9 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დავიდე მასა

“ატალანტა” – “იუვენტუსი” 0:2 (0:1) (მიმოხილვა)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 15 000

“ატალანტა” (3-5-2): სპორტიელო; მაზიელო, პალეტა, ტოლოი; კონტი (დ’ალესანდრო 55), დე რუნი, ჩიგარინი (დიამანტი 76), კურტიჩი, დრამე; ბორიელო, მონაკელო (რაიმონდი 66)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა; ხედირა (ლემინა 68), მარკიზიო, პოგბა; პერეირა (ალექს სანდრო 81); დიბალა (მორატა 89), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ბარძალი (24), 0:2 ლემინა (86)

გაფრთხილება: ჩიგარინი (2), პალეტა (51), ტოლოი (84) – პოგბა (44), მარკიზიო (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 9 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ბოლონია” – “კარპი” 0:0 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბიაე, მაიეტა, გასტალდელო, კონსტანტი (მაზინა 65); ტაიდერი, დიავარა, დონსალ ჯაკერინი, დესტრო, მუნირი (ფლოკარი 46)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“კარპი” (4-4-2): ბელეკი; ლეტიცია, ძაკარდო, გალიოლო, რომანიოლი; ბიანკო (ლოლო 65), კოფიე, ვერდი (სალანია 22), პოლი; კრიმი, მანკოსუ (მბაკოგუ 74)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

გაფრთხილება: ჯაკერინი (45) – რომანიოლი (18), კრიმი (74), გალიოლო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ფროზინონე” – “უდინეზე” 2:0 (1:0)

ფროზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, ბლანჩარდი, აჯეტი, პავლოვიჩი; გორი (გუჩერი 90), ფრარა (ჩიბსა 82), კრაგლი; დ. ჩიოფანი, პაგანინი, დიონისი (კარლინი 90)

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; პირისი, დანილო, ფელიპე (ჰეტრო 15), ალი ადნანი; ბადუ (მატოსი 59), გილერმე, კუჟმანოვიჩი; ფერნანდესი, ტერო (პერიკა 71), დი ნატალე

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 1:0 დ. ჩიოფანი (12), 2:0 ბლანჩარდი (60)

გაფრთხილება: პაგანინი (40), ბლანჩარდი (72) – მატოსი (59), ტერო (70), პირისი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) - 6 (2) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ჯენოა” – “ემპოლი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, იცო, ბურდისო; ანსალდი, რიგონი, ტაკჩიდისი (გაბრიელ სილვა 82), რიგონი, რინკონი; სუსო (ჩერჩი 46), პანდევი (დიეგო კაპელი 88), ლაქსალტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ძამბელი (ბიტანტე 75), არიაუდო, კოსიჩი; ზიელინსკი, კროჩე, პარედესი; ბუჩელი (საპონარა 52); მაკარონე (პუჩიარელი 52), მჭედლიძე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლი: 1:0 რიგონი (48)

გაფრთხილება: ჩერჩი (80) – ძამბელი (31), ბუჩელი (42), პარედესი (75), კოსიჩი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 8 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“სასუოლო” – “მილანი” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, კანავარო (ანტეი 55). პელუზო; მანიანელი, მისიროლი (ბიონდინი 63), დანკანი; სანსონე, დეფრელი, ბერარდი (ფალჩინელი 86)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; დე შილიო, ძაპატა (რომანიოლი 69), ალექსი, ანტონელი; ჰონდა (ბოატენგი 82), კუცკა, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბალოტელი (მენესი 55), ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 დანკანი (27), 2:0 სანსონე (72)

გაფრთხილება: ბერარდი (5), დეფრელი (64, 77) – ბონავენტურა (1), ბერტოლაჩი (87)

გაძევება: დეფრელი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 10 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ინტერი” – “პალერმო” 3:1 (2:1) (მიმოხილვა)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 45 000

“ინტერი” (4-2-3-1): კარიცო; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; კონდოგბია, მედელი (ფელიპე მელო 88); ლიაიჩი (ბროზოვიჩი 66), პალასიო (ბიაბიანი 79), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, გონსალესი; რისპოლი (ბაოგი 83), ჰილიერმაკი, ჩოჩევი (ქუაისონი 68), მარესკა, პეცელა; ჯილარდინო (ჯურჯევიჩი 71), ვასკესი

მწვრთნელი: ჯუზეპე იაიკინი

გოლები: 1:0 ლიაიჩი (11), 2:0 იკარდი (23), 2:1 ვასკესი (45), 3:1 პერიშიჩი (54)

გაფრთხილება: მედელი (58) – გონსალესი (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 9 (5) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: კარმინე რუსო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127668