ფეხბურთი

3:05 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "იუვეს" დაეწია

სერია A-ში “ნაპოლი” ტურინის “იუვენტუსს” დაეწია და ახლა პირველ-მეორე ადგილს “ბებერ ქალბატონთან” ერთად იყოფს. თუმცა, “იუვე” XXVIII ტურის შეხვედრას კვირას, ბერგამოში “ატალანტასთან” გამართავს.

მანამდე კი, ნეაპოლიტანურმა გუნდმა სახლში ვერონას “კიევოს” მოუგო, თუმცა ნერვიულობის ფონზე. მართალია “აძური” მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მდევრის როლში უკვე მე-2 წუთზე აღმოჩნდა. ზუსტად 4 წუთი გავიდა და გონსალო იგუაინმა მორიგი გოლი მიითვალა. თამაშში გარდატეხა კი, ტაიმის მიწურულს რუმინელი მცველის, ვლად ჩირიკეშის გოლმა მოახდინა, ხოლო მეორე ტაიმში ხოსე კალეხონმა წერტილი დასვა – 3:1. “ნაპოლის” 61 ქულა გაუხდა “იუვენტუსის” დარად, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, “იუვეს” სათამაშო აქვს.

თუ “ნაპოლი” ჩემპიონობისთვის გააფთრებით იბრძვის, დღის კიდევ ერთ მატჩში მონაწილე გუნდებს სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ – ვინჩენცო მონტელას “სამპდორიამ” ვერონაში, “ჰელასს” ყველაფერი საწყის 45 წუთში გადაუწყვიტა, როცა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მეორე ნახევარში ანგარიში აღარც შეცვლილა. გენუელთაგან ერთი გოლი ვეტერანმა ანტონიო კასანომ შეაგდო. ეს “ფანტანტონიოს” მეორე გოლია სეზონში, პირველი “იუვენტუსს” გაუტანა.

“ვერონა” – “სამპდორია” 0:3 (0:3)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 000

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, ჰელანდერი, მორასი, ფარეში (ჟილბერტო 28); ვსჟოლეკი, მარონე, სილიგარდი (გომესი 56), იონიტა; ტონი, რებიჩი (რომულო70)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; მოისანდერი, კასანი, რანოკია; დე სილვესტრი, ფერნანდო, ლაზაროსი (სილვესტრე 58), ალვარესი; სორიანო (ბარეტო 73), კასანო (მურიელი 78); კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 სორიანო (7), 0:2 კასანო (11), 0:3 ლაზაროსი (30)

გაფრთხილება: ჟილებრტო (44), მარონე (57) – ლაზაროსი (3), ფერნანდო (63), რანოკია (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“ნაპოლი” – “კიევო” 3:1 (2:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 38 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ჩირიკეში, კულიბალი, გულამი; ჟორჟინიო, დავიდ ლოპესი (ალანი 67), ჰამშიკი (ჩელობა 86); კალეხონი, იგუაინი, ინსინიე (მერტენსი 71)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“კიევო” (4-2-3-1): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, კაჩატორე; რიგონი (ჰეტემაი 68), რადოვანოვიჩი; კასტრო, ბირსა (მეჯორინი 64); მპოკუ, პელისიერი (ფლორო ფლორესი 55)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 0:1 რიგონი (2), 1:1 იგუაინი (6), 2:1 ჩირიკეში (38), 3:1 კალეხონი (70)

გაფრთხილება: კასტრო (11), ცეზარი (58), მეჯორინი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 5 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მარკო დი ბელო

0.1669