ფეხბურთი

0:09 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” 5-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა

სეზონის დაწყების წინ ვინმეს რომ ეფიქრა, პრემიერლიგას 29-ე ტურის შემდეგ “ლესტერი” ედგებოდა სათავეში და 5-ქულიანი ჰანდიკაპით იქნებოდა წინ, ნამდვილად გიჟად ჩათვლიდნენ. თუმცა, სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება და ყოველი ტურის შემდეგ უფროდაუფრო რეალური ხდება “მელიების” ჩემპიონობა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა “უაით ჰართ ლეინზე” შედგა, სადაც ერთმანეთს მოსისხლე მტრები “ტოტენჰემი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ.

ტაიმი სტუმრებმა აარონ რემსის ლამაზი გოლით მოიგეს, თუმცა 55-ე წუთზე კოკლენმა მეორე გაფრთხილება მიიღო, “არსენალი” 10 კაცით დარჩა და შეხვედრის სცენარი რადიკალურად შეიცვალა. “ტოტენჰემი” დიდ უპირატესობას დაეუფლა და მალევე მოახერხა წინ გასვლა. მე-60 წუთზე შეტევაში ჩართულმა ტობი ალდერვეირელდმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში ჰარი კეინმა ულამაზესი გოლით წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. შეხვედრა კვლავ მასპინძელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა 76-ე წუთზე დაცვაში უყურადღებო თამაში “დეზებს” ძვირად დაუჯდათ: ალექსის სანჩესმა ახლოდან გაათანაბრა და საბოლოოდ ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ლესტერი” გასვლაზე “უოტფორდს” დაუპირისპირდა და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, რიად მაჰრეზის მშვენიერი გოლით მოახერხა “ლოსების” გატეხვა – 0:1.

სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა “ჩელსიმ”, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზე” ბერტრან ტრაორეს გოლით უგებდა “სტოკს”, მაგრამ შეხვედრის მიწურულს მამე ბარემ დიუფმა გაათანაბრა და “არისტოკრატებმა” 2 ქულა დაკარგეს – 1:1.

78-ე წუთისთვის 10-კაციანი (34-ე წუთზე მირალაში გაუძევეს) “ევერტონი” შინ 2:0-ს უგებდა “ვესტ ჰემს”, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა 3 ბურთი გაიტანეს და საოცარი “ქამბექი” შემოგვთავაზეს. აღსანიშნავია, რომ 69-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ პენალტი ვერ გაიტანა, რამაც შეხვედრის ბედზე დიდწილად იმოქმედა. “ვესტ ჰემი” 49 ქულით მე-5 ადგილზეა და მის წინ მყოფ “სიტის” ერთი, ხოლო მე-3 პოზიციაზე მოსკუპებულ “არსენალს” 3 ქულით ჩამორჩება.

“მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში მაჩანჩალა “ასტონ ვილა” მიიღო და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ 4-ჯერ დალაშქრა გუზანის კარი. სერხიო აგუერომ დუბლი გაიფორმა და პლიუს პენალტი გააფუჭა, ხოლო თითო ბურთი იაია ტურესა და რაჰიმ სტერლინგის ანგარიშიზეა.

“სანდერლენდი” 10-კაციან “საუთჰემპტონს” გასვლაზე უგებდა, თუმცა ვირჯილ ვან დეიკმა 93-ე წუთზე გაათანაბრა და ”შავ კატებს” მნიშვნელოვანი ქულები წაართვა – 1:1.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო “სუონსიმ” და გასავარდ ზონას მოშორდა. “გედებმა” გილფი სიგურდსონის ბურთი შინ “ნორვიჩს” სძლიეს, ხოლო “ნიუკასლი” საკუთარ კედლებში “ბორნმუთთან” დამარცხდა და გასავარდნ ზონაში დარჩა.

ტოტენჰემი – არსენალი 2:2 (1:1)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი (ბ.დევისი 78), უოლკერი, დემბელე (სონი 82), დაიერი, ლამელა (მეისონი 67), ალი, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, მერტესაკერი, პაულისტა, ბელერინი, გიბსი, კოკლენი, ელნენი (ჟირუ 75), რემსი, ოზილი (კემპბელი 90), სანჩესი, უელბეკი (ფლამინი 85).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 რემსი (39), 1:1 ალდერვეირელდი (60), 2:1 კეინი (62), 2:2 სანჩესი (76)
გაფრთხილებები: ლამელა, დაიერი – ბელერინი, კოკლენი, სანჩესი
გაძევება: კოკლენი (55)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ჩელსი – სტოკი 1:1 (1:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ბაბა, მიკელი, მატიჩი (ფაბრეგასი 82), აზარი (ლოფტუს-ჩიკი 63), ოსკარი, ვილიანი, ბ.ტრაორე (რემი 68).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, მუნიესა, ვოლშაიდი, პიტერსი, კამერონი, იმბულა, ველანი (კრკიჩი 75), შაქირი, აფელაი, არნაუტოვიჩი (აიტლანდი 90), დიუფი (ხოსელუ 86).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ბ.ტრაორე (39), 1:1 დიუფი (85)
გაფრთხილებები: ოსკარი – პიტერსი, ველანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ევერტონი – ვესტ ჰემი 2:3 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (3-4-3): რობლესი, სტოუნზი (ბეშიჩი 46), იაგიელკა, მორი, ბარკლი, მაკკარტი, ოვიედო, კოულმენი, ლენონი (ნიასე 76), მირალაში, ლუკაკუ (ბერი 89).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ვესტ ჰემი (3-4-3): ადრიანი, ოქსფორდი (კეროლი 46), ოგბონა, კუაიტე, ობიანგი (სონგი 61), სონგი, ანტონიო, კრესველი, ლანცინი, პაიე, ემენიკე (სახო 61).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (13), 2:0 ლენონი (56), 2:1 ანტონიო (78), 2:2 სახო (81), 2:3 პაიე (90)
გაფრთხილებები: მირალაში, რობლესი, ბარკლი – ანტონიო, ოგბონა, სახო
გაძევება: მირალაში (34)
მსაჯი: ენტონი ტეილორი

69-ე წუთზე ლუკაკუმ პენალტი ვერ გაიტანა

მანჩესტერ სიტი – ასტონ ვილა 4:0 (0:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, კომპანი, ოტამენდი, კლიში, სანია, ტურე (მ.გარსია 80), ფერნანდინიო, სილვა (აიჰენაჩო 70), ნავასი, ბონი (სტერლინგი 62), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ასტონ ვილა (3-5-2): გუზანი, კლარკი, ლესკოტი, რიჩარდსი, ვერეტუტი (ბაკუნა 74), გაიე, ვესტვუდი, სისოხო, ჰატონი, აგბონლაჰორი (ჟესტედი 70), ჰ.აიუ (სინკლერი 70).
მწვრთნელი: რემი გარდი

გოლები: 1:0 ტურე (48), 2:0;3:0 აგუერო (50;60), 4:0 სტერლინგი (66)
გაფრთხილებები: ვერეტუტი
მსაჯი: ლი მეისონი

73-ე წუთზე აგუერომ პენალტი ვერ გაიტანა

ნიუკასლი – ბორნმუთი 1:3 (0:1)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ს.ტეილორი, ლასკელესი, დუმეტი (ანიტა 31), ჯანმაატი, კოლბეკი, შელვი, სისოკო (აარონსი 69), ა.პერესი, ვეინალდუმი, რივიერი (მიტროვიჩი 46).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი, სმიტი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სურმანი, გოსლინგი, გრადელი (პუგი 61), რიტჩი (დისტინი 91), კინგი, აფობი (გრებანი 69).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 0:1 ს.ტეილორი (28), 0:2 კინგი (70), 1:2 ა.პერესი (80), 1:3 დანიელსი (92)
გაფრთხილებები: ა.პერესი – კუკი, გოსლინგი, გრებანი
მსაჯი: პოლ ტერნი

საუთჰემპტონი – სანდერლენდი 1:1 (0:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, მარტინა, ბერტრანი, კლასი (ხუანმი 65), რომეუ, ტადიჩი, ს.დევისი (უარდ-პროუსი 65), მანე (იოშიდა 83), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ქაბული, კონე, იედლინი, ვან აანჰოლტი, კირხოფი (ოში 91), ხაზრი (ლარსონი 76), მ’ვილა, როდუელი, ბორინი, ნ’დოიე (დეფო 59).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 0:1 დეფო (85), 1:1 ვან დეიკი (93)
გაფრთხილებები: ბერტრანი, ვან დეიკი – ხაზრი
გაძევება: ფონტე (79)
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

სუონსი – ნორვიჩი 1:0 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნ.ტეილორი, რანხელი, ბრიტონი (ფერი 55), კორკი, ა.აიუ (გომისი 82), სიგურდსონი, რუტლიჯი, პალოსკი (ბაროუ 46).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, კლოზე, მარტინი, პინტო, ბრედი (ბენეტი 27), ჰაუსონი, ჰულაჰანი, ო’ნილი, ნეისმიტი (ბემფორდი 64), რედმონდი, ჯერომი (მბოკანი 64).
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლი: სიგურდსონი (61)
გაფრთხილებები: ნ.ტეილორი, რანხელი – ჯერომი, ბრედი, ბენეტი, მარტინი, ო’ნილი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

უოტფორდი – ლესტერი 0:1 (0:0)

უოტფორდი, ”ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-4-2): გომეში, პრიოდლი, აკე, ჰოლებასი, ნიომი (ანია 82), მ.სუარესი (აბდი 65), კაპუ (ოულარე 88), ამბრაბატი, უოტსონი, დინი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი (შლუპი 46), მაჰრეზი (ამარტი 85), ოკაზაკი (კინგი 46), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლი: მაჰრეზი (56)
გაფრთხილებები: ამრაბატი, აკე – ფუჩსი, მორგანი
მსაჯი: ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193018