ფეხბურთი

21:16 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ზარას შედეგი გააუმჯობესა (+VIDEO)
რეალი - სელტა 7:1

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

“სელტასთან” მოგებულ (7:1) პრიმერადივიზიონის 28-ე ტურის მატჩში, პორტუგალიელმა პოკერი შეასრულა და ლეგენდარული ტელმო ზარას (251) შედეგი ორი ბურთით გააუმჯობესა. ახლა უკვე, რონალდუ მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება. infostrada sports-ის ინფორმაციით, მესის ლა ლიგაში 305 გოლი აქვს გატანილი.

0.111569