ფეხბურთი

4:55 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტების შავი დღე

ინგლისის ჩემპიონატის 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღე სენსაციურად წარიმართა და ვერცერთმა ფავორიტმა ვერ იმარჯვა.

სამშაბათს “ლესტერმა” საკუთარ მოედანზე ფრედ ითამაშა ”ვესტ ბრომვიჩთან” და კონკურენტებს დაწევის საშუალება მისცა, მაგრამ მათ საერთოდ წააგეს და “მელიებთან” სხვაობა პირიქით გაზარდეს.

ყველაზე მოულოდნელი “არსენალის” მარცხი გახლდათ, რომელიც საკუთარ მოედანზე მე-16 ადგილოსან “სუონსისთან” დარჩა უქულოდ. ლონდონელები ხოელ კემპბელის გოლით იგებდნენ, თუმცა ჯერ რუტლიჯმა გაათანაბრა, ხოლო 75-ე წუთზე სტუმართა კაპიტანმა ეშლი უილიამსმა გამარჯვების გაიტანა – 1:2.

“ბოლეინ გრაუნდზე” გამართულ ლონდონურ დერბიში დამარცხდა “ტოტენჰემი” და “ლესტერთან” დაწევის მშვენიერი შანსი გაუშვა ხელიდან. “ვესტ ჰემს” ანტონიომ მოაგებინა, რომელმაც მე-7 წუთზე იხეირა - 1:0.

“ლივერპული” “ენფილდ როუდზე” “მანჩესტერ სიტის” დაუხვდა და რამდენიმე დღის წინ ინგლისის თასის ფინალში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

“წითლებმა” პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს: 34-ე წუთზე ლალანამ გახსნა ანგარიში, ხოლო 7 წუთში ჯეიმს მილნერმა გაუტანა ყოფილ კლუბს. მანუელ პელეგრინიმ თამაშში გარდატეხის შეტენა სცადა და ცვლილებები განახორციელა, თუმცა ”სიტის” არაფერმა უშველა, 57-ე წუთზე ფირმინოსგან კიდევ ერთი ბურთი გაუშვა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 3:0.

“სტოკმა” ხერდან შაქირის გოლითთ შინ “ნიუკასლი” დაამარცხა, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას ზუსტი დარტყმით ბოლოსკენ გატეხა ”უოტფორდი”.

ლივერპული – მანჩესტერ სიტი 3:0 (2:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, ტურე, ფლანაგანი, კლაინი, მილნერი (აიბი 88), ჰენდერსონი, ჩანი, ფირმინო (ალენი 75), ლალანა, ორიჯი (ბენტეკე 69).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, კომპანი, ოტამენდი, ზაბალეტა, კლიში (კოლაროვი 74), ფერნანდინიო (აიჰენაჩო 55), ფერნანდო, სილვა, ნავასი, სტერლინგი (ბონი 46), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 ლალანა (34), 2:0 მილნერი (41), 3:0 ფირმინო (57)
გაფრთხილებები: ნავასი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

მანჩესტერ იუნაიტედი – უოტფორდი 1:0 (0:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო (დარმიანი 70), ბლინდი, ფოსუ-მენსა, ვარელა, შნეიდერლენი, ერერა (ლინგარდი 77), მატა (მაკნეირი 89), მარტიალი, დეპაი, რეშფორდი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

უოტფორდი (4-4-2): გომეში, ბრიტოსი, პრიოდლი, ჰოლებასი, ნიომი, ბეჰრამი (ანია 86), კაპუ, უოტსონი, აბდი (მ.სუარესი 70), იგალო (ამრაბატი 75), დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლი: მატა (83)
გაფრთხილებები: ფოსუ-მენსა – ბრიტოსი, ამრაბატი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

სტოკი – ნიუკასლი 1:0 (0:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ბერდსლი (მუნიესა 26), კამერონი, ვოლშაიდი, პიტერსი, ველანი, იმბულა, აფელაი (დიუფი 70), არნაუტოვიჩი, შაქირი, უოლტერსი (კრაუჩი 69).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ს.ტეილორი, ლასკელესი, დუმეტი, ჯანმაატი, კოლბეკი (დუმბია 84), შელვი, გუფრანი (რივიერი 74), ვეინალდუმი, სისოკო, მიტროვიჩი (ა.პერესი 84).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

გოლი: შაქირი (80)
გაფრთხილებები: მუნიესა
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

არსენალი – სუონსი 1:2 (1:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, პაულისტა, მერტესაკერი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, რემსი, სანჩესი (უოლკოტი 75), კემპბელი (უელბეკი 64), ოზილი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერ

სუონსი (4-5-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ამატი, კინგსლი, ნოუტონი, კი (სიგურდსონი 46), ფერი (ფულტონი 71), ა.აიუ (რანხელი 90), რუტლიჯი, კორკი, გომისი.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

გოლები: 1:0 კემპბელი (15), 1:1 რუტლიჯი (32), 1:2 უილიამსი (74)
გაფრთხილებები: ა.აიუ, რუტლიჯი
მსაჯი: რობერტ მედლი

ვესტ ჰემი – ტოტენჰემი 1:0 (1:0)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, კუაიტე, ოგბონა, კრესველი, კოლინსი (ოქსფორდი 66), ობიანგი, ნობლი, ლანცინი (სახო 84), პაიე, ანტონი, ემენიკე (ე.კეროლი 73).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვიმერი (ტ.კეროლი 77), ალდერვეირელდი, ბ.დევისი, ტრიპიერი, მეისონი, დაიერი, ლამელა (სონი 70), ერიკსენი, ჩადლი (ალი 61), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: ანტონიო (7)
გაფრთხილებები: ალდერვეირელდი, ბ.დევისი, ვიმერი
მსაჯი: ანდრე მარინერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135968