ფეხბურთი

3:31 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” წაიბორძიკა

ინგლისის ჩემპიონატის 28-ე ტურის პირველი სათამაშო დღე ძალიან საინტერესო გამოდგა და საჩემპიონო ბრძოლას კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა.

“ლესტერმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩთან” გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა და იმ შემთხვევაში, თუ დღეს “ტოტენჰემი” “ბოლეინ გრაუნდზე” გასამართ ლონდონურ დერბიში იმარჯვეს ქულებით გაუთანაბრდება.

“კინგ პაუერ სთედიუმზე” უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, თუმცა გამოუყენებელი მომენტების გამო დაისაჯნენ, ხოლო სტუმრებმა საპირისპიროდ თავიათი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს და შინ ქულა წაიღეს.

ანგარიში მე-11 წუთზე შმეიხელთან პირისპირ დარჩენილმა სალომონ რონდონმა გახსნა, თუმცა ტაიმის ბოლომდე “მელიებმა” ორი ბურთი გაიტანეს და პირველი ნახევარი მოიგეს: 30-ე წუთზე დრინკვოთერს გათანაბრებაში რიკოშეტი დაეხმარა, ხოლო 45-ე წუთზე რიად მაჰრეზის გადაცემა კინგმა შეირგო და თავისი გუნდი დააწინაურა.

“ვესტ ბრომვიჩმა” მეორე ტაიმის დებიუტშივე გაათანაბრა – გარდნერმა 50-ე წუთზე შესანიშნავი საჯარიმო შეასრულა და შმეიხელი უშანსოდ დატოვა. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ და გატანაც შეეძლოთ, მაგრამ არ გაუმართლათ და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს – 2:2.

ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო “ჩელსიმ”, ათეულში შევიდა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. ლონდონელებმა გასვლაზე “ნორვიჩი” დაამარცხეს. კენედიმ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო დიეგო კოშტამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზეა შეაგდო. მეორე ნახევარში რედმონდმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა “იადონებმა” მეტის გაკეთება ვერ მოახერხეს და უქულოდ დარჩნენ - 1:2.

კვლავ დამარცხდა უიმედო აუტსაიდერი “ასტონ ვილა”, რომელიც ამჯერად შინ ”ევერტონთან” დამარცხდა და ახლა ნამდვილად სასწაული უნდა მოხდეს, რომ ბირმინგემელები ჩემპიონშიფში არ გავარდნენ.

“ბორნმუთმა” შინ “საუთჰემპტონი” დაამარცხა, ხოლო “სანდერლენდმა” “სენტ მერიზე” ბორინის გოლით 90-ე წუთზე წაართვა 2 ქულა “კრისტალ პალასს”, რომელიც კონორ ვიკჰემის დუბლით იგებდა.

ასტონ ვილა – ევერტონი 1:3 (0:2)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (5-3-2): გუზანი, კლარკი, ლესკოტი, რიჩარდსი, სისოხო, ჰატონი, ვესტვუდი (ვერეტუტი 71), გაიე, ბაკუნა, აგბონლაჰორი (ჟესტედი 66), ჯ.აიუ.
მწვრთნელი: რემი გარდი

ევერტონი (4-2-3-1): რობლესი, მორი, იაგიელკა, კოულმენი (სტოუნზი 73), ოვიედო (ბეინსი 81), ბერი, მაკკარტი, ბარკლი, ლენონი, მირალაში (ნიასე 88), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 მორი (5), 0:2 ლენონი (30), 0:3 ლუკაკუ (60), 1:3 ჟესტედი (79)
გაფრთხილებები: კლარკი, ბაკუნა, გაიე – ლუკაკუ
მსაჯი: როჯერ ისტი

ბორნმუთი – საუთჰემპტონი 2:0 (1:0)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, არტერი (გოსლინგი 66), სურმანი, გრადელი (პუგი 85), რიტჩი, აფობი, კინგი (გრებანი 70).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

საუთჰემპტონი (3-4-1-2): ფორსტერი, იოშიდა (ს.დევისი 35), ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, სოარეში, უარდ-პროუსი, რომეუ, მანე, ოსტინი (პელე 60), ლონგი (ტადიჩი 70).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 კუკი (31), 2:0 აფობი (79)
მსაჯი: მაიკლ დინი

სანდერლენდი – კრისტალ პალასი 2:2 (1:0)

სანდერლენდი, “სენტ მერი სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ოში (ქაბული 28), კონე, ვან აანჰოლტი, იედლინი, კირხოფი (კატერმოლი 64, ბორინი 80), მ’ვილა, როდუელი, ხაზრი, ნ’დოიე, დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, კელი, მუტჩი, იედინაკი, კაბაიე (ლედლი 73), ზაჰა, ბოლასი (საკო 77), ვიკჰემი (ადებაიორი 84).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 ნ’დოიე (30), 1:1;1:2 ვიკჰემი (61;67), 2:2 ბორინი (90)
გაფრთხილებები: როდეული – დანი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ნორვიჩი – ჩელსი 1:2 (0:2)

ნორვიჩი, “კეროუ როუდი”

ნორვიჩი (5-4-1): რუდი, ბენეტი (მბოკანი 60), კლოზე, მარტინი, ბრედი, პინტო, ტეტი (ო’ნილი 36), ჰაუსონი, ჰულაჰანი, რედმონდი, ჯერომი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, კენედი (ბაბა 69), მატიჩი, ფაბრეგასი, ბ.ტრაორე (ვილიანი 60), ოსკარი (მიკელი 60), აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლები: 0:1 კენედი (1), 0:2 კოშტა (45+1), 1:2 რედმონდი (68)
გაფრთხილებები: ჰაუსონი, კლოზე, ბენეტი – ოსკარი, ფაბრეგასი
მსაჯი: ლი მეისონი

ლესტერი – ვესტ ბრომვიჩი 2:2 (2:1)

ლესტერი, ”კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი (გრეი 79), ოლბრაიტონი (შლუპი 63), კინგი, დრინკვოთერი, მაჰრეზი, ოკაზაკი (ულოა 63), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი, ოლსონი, მაკოლი, ჩესტერი, დოუსონი, იაკობი, ფლეტჩერი, სესენიონი (სანდრო 93), გარდნერი (მაკკლინი 83), რონდონი (ანიჩებე 92), ბერაჰინო.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 0:1 რონდონი (11), 1:1 დრინკვოთერი (30), 2:1 კინგი (45+1), 2:2 გარდნერი (50)
გაფრთხილებები: სესენიონი, იაკობი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111179