ფეხბურთი

2:47 | 1.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" სკუდეტოს შორდება (+VIDEO)

“ნაპოლი” XXVII ტურის შემდგომ ტურინის “იუვენტუსს” სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო ჩამორჩა, რადგან ნეაპოლელებმა ფლორენციაში, “ფიორენტინას” ვერაფერი მოუხერხეს და მორიგი ორი ქულა გაანიავეს.

“არტემიო ფრანკიზე” შეხვედრა რიხით დაიწყო და უკვე მეშვიდე წუთზე გუნდებს გოლები გაცვლილი ჰქონდათ, თუმცა მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. მოვლენების ეპიცენტრში კი მასპინძელთა ესპანელი მცველი მარკოს ალონსო მოექცა, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ – საგოლე პასი. ალონსომ მე-6 წუთზე კუთხურისას თავით ყველას აჯობა და თავისიანები დააწინაურა, თუმცა ერთ წუთში ყველაფერი წყალში ჩაყარა – საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანა და გონსალო იგუაინს საგოლედ უპასა, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია – 1:1.

თამაშის დამთავრებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი და ბუნებრივია, გუნდებს გასატანად ცდა არ დაუკლიათ, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოსვლიათ. შედეგი კი, რომელიც დაფიქსირდა ხელს არცერთ გუნდს აძლევდა. “ფიორენტინა” ვერც “ნაპოლისთან” შეამცირა ქულათა სხვაობა და მესამე ადგილსაც ახლა უკვე “რომასთან” ერთად ინაწილებს. ხოლო “ნაპოლი” ლიდერ “იუვენტუსს” 3 ქულით ჩამორჩა და საჩემპიონოდ დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლიტანელებმა ბოლო სამ ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.

რომის “ლაციომ” კი ჩემპიონატის გეგმებზე ხელი ჩაიქნია. როგორც სტეფანო პიოლიმ “სასუოლოსთან” მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, ასეთი თამაშით ევროსაგზურის მოპოვება წარმოუდგენელია და ილუზიების შექმნა რომაული გუნდის ტიფოზებს არ ურჩია. ძნელია პიოლის არ დაეთანხმო: “ბიანკოჩელესტემ” შინ “სასუოლოსთან” უშანსოდ წაგო – 0:2. ანგარიში ტაიმის მიწურულს დომენიკო ბერარდიმ პენალტით გახსნა (მე-6 გოლი სეზონში), ხოლო მეორე ნახევარში შეხვედრას წერტილი გრეგორი დეფრელმა დაუსვა. სხვათა შორის, თუ “ლაციალე” ვერ ვარგობს, “სასუოლოა” ახლოს ევროზონასთან და მომდევნო ტურში “მილანს” უმასპინძლებს, რომლის დამარცხება ეუსებიო დი ფრანჩესკომ კი დაიქადნა და ვნახოთ...

“ლაციო” – “სასუოლო” 0:2 (0:1) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 26 000

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კონკო, ბოშევაცი, მაურისიო, ლულიჩი; პაროლო (კეიტა 63), ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; ანდერსონი (მაური 76), კლოზე (ჯორჯევიჩი 76), კანდრევა

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, ბიონდინი (პელეგრინი 86), დანკანი; ბერარდი, დეფრელი (ტროტა 82), სანსონე (პოლიტანო 76)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 ბერარდი (41, პენ), 0:2 დეფრელი (67)

გაფრთხილება: მაურისიო (41) – მანიანელი (20), კონსილი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 6 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

“ფიორენტინა” – “ნაპოლი” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 31 149

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ბადეი (ილიჩიჩი 90), ვესინო; ფერნანდესი (ბერნარდესკი 69), ბორხა ვალერო, ტელო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი (დავიდ ლოპესი 67), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (მერტენსი 77), იგუაინი (გაბიადინი 90), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 ალონსო (6), 1:1 იგუაინი (7)

გაფრთხილება: ალბიოლი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 6 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.213717