ფეხბურთი

2:46 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" სხვაობას ზრდის, ბუფონი მშრალ სერიას (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXVII ტურის ცენტრალურმა მატჩმა დანარჩენი შეხვედრები სრულად გადაფარა. ეს ბუნებრივიცაა, როცა აპენინზე “დერბი დ’იტალიაა” სხვა გუნდები ყოველთვის ჩრდილში ექცევიან და ასე იყო ამჯერადაც. მთლიანობაში დიდ იტალიურ დერბის გულშემატკივარი ფეერიული თამაშით არ მოუხიბლია, მაგრამ ის ელფერი მაინც ჰქონდა, რისთვისაც კალჩოს მრავალრიცხოვანი ქომაგი ჰყავს.

“იუვენტუსმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამშობლოში ბადალი არ მოეძებნება და კონკურენტ “ნაპოლისთან” ქულათა სხვაობა 4-მდე გაზარდა (ნეაპოლელები 27-ე ტურის თამაშს ორშაბათს ჩაატარებენ). მასიმილიანო ალეგრის თამაშის წინ წამყვანი მცველები ალექს სანდრო და ჯორჯო კიელინი დაუბრუნდნენ და ორთავე სასტარტოში გაამწესა, თუმცა იტალიელმა ტრავმა პირველივე ტაიმში მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, პირველი ტაიმი მოსაწყენი სანახავი გამოდგა. დასამახსოვრებელი ეპიზოდი მატჩის დასაწყისშივე შეიქმნა, როცა ბრაზილიელი ერნანესის შორეული დარტყმის მერე “ინტერნაციონალე” მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა და ხარიხამ ერთდროულად გადაარჩინეს. მეორე 45 წუთის დაწყება და “იუვეს” გოლი კი ერთი იყო. პაულო დიბალამ სტანდარტი ცუდად შეასრულა, მაგრამ გაცილებით უხეიროდ სტუმართა მცველი დანილო დ’ამბროზიო გასარჯა და თავით ლეონარდო ბონუჩის საგოლე პასი გაუკეთა. იტალიის ნაკრების მცველმაც საჩუქარი შეირგო და ერთი შეხებით ჰანდანოვიჩის კარის ბადე კინაღამ გახვრიტა – 1:0.

ამის შემდგომ “ბებერი ქალბატონი” თამაშს აკონტროლებდა, თუმცა მეტოქის კართან ხიფათს ვერ ქმნიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ტურინელები შეტევის საშუალებას არც მეტოქეს აძლევდნენ და თითქოს მატჩიც მინიმალური ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, როცა ალვარო მორატა საქმეში ჩაერთო. ესპანელი მოედანზე ერთი წუთის შესული გახლდათ საჯარიმოში რომ იაქტიურა, ბრაზილიელ მირანდას თავი წააქცევინა და ჯანლუკა როკიმაც პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად თავად დაზარალებულმა აქცია და შეხვედრას წერტილი დაუსვა – 2:0.

“იუვენტუსმა” ბოლო 17 თამაშიდან მეთექვსმეტედ მოიგო და სატურნირო ცხრილს დამსახურებულად უდგას სათავეში. აღსანიშნავია, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში მიჯრით მერვე მშრალი შეხვედრა ჩაატარა. სხვათა შორის, ჯიჯიმ 89-ე წუთზე ადემ ლიაიჩს ახლო მანძილიდან მკვდარი ბურთი აუღო და თავადაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ჩინებული სერიის გაგრძელებაში.

“პალერმო” – “ბოლონია” 0:0 (0:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 18 000

“პალერმო” (3-5-2): პოსავეჩი; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, გონსალესი; მორგანელა, ჩოჩევი (ქუაისონი 65), მარესკა, ჰილიერმაკი, მეცელა; ვასკესი (ტრაიკოვსკი 74), ჯილარდინო (ჯურჯევიჩი 84)

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბიაიე, გასტალდელო, მაიეტა, მასინა (კონსტანტი 66); ტაიდერი (ბრიგი 84), დონსა, დიავარა; ჯაკერინი, დესტრო, ფლოკარი (ბრიენცა 66)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გაფრთხილება: ჩოჩევი (43), მორგანელა (63), ვიტიელო (90) – დიავარა (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 15 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კარპი” – “ატალანტა” 1:1 (0:0)

მოდენა, “ბრალია”

მაყურებელი: 9 000

“კარპი” (4-3-3): ბელეკი, ლეტიცია, გალიოლო. რომანიოლი, ლოლო; ბიანკო, მარტინიო (პაშიუტი 43), პოლი; ლასანია (მანკოსუ 69), მბაკოგუ, დი გაუდიო (ვერდი 63)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ბელინი, პალეტა, დრამე; ჩიგარინი (მილიაჩო 73), დე რუნი, კურტიჩი; დ’ალესანდრო, პინილია (ბორიელო 67), დიამანტი (გაკპე 87)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 0:1 კურტიჩი (52), 1:1 ვერდი (76, პენ)

გაფრთხილება: ლოლო (26), გალიოლო (79), პოლი (89) – ბელინი (14), დიამანტი (75), ბორიელო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 7 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“კიევო” – “ჯენოა” 1:0 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 13 000

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი; რიგონი (ჰეტემაი 68), რადოვანოვიჩი, კასტრო (ფრეი 82); ბირსა (მეჯორინი 72); პელისიერი, მპოკუ

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; ანსალდი, დე მაიო, ბურდისო; რინკონი, დზემაილი (ტაკჩიდისი 60), რიგონი, ლაქსალტი; ჩერჩი (ლაზოვიჩი 63), მატავცი, სუსო (კაპელი 57)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 კასტრო (51)

გაფრთხილება: რადოვანოვიჩი (53), გობი (88) – დზემაილი (48), ანსალდი (63), დე მაიო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 6 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“სამპდორია” – “ფროზინონე” 2:0 (1:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (3-5-2): ვივიანო; კასანი, მოისანდერი, რანოკია; დე სილვესტრი (სილვესტრე 68), ფერნანდო, სორიანო, ალვარესი (ლაზაროსი 84), დოდო; კორეა (კრსტიჩიჩი 77), კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, აჯეტი, ბლანჩარდი (ლონგო 84), პავლოვიჩი; ტონევი (პაგანინი 79), სამარკო, ფრარა (კრაგლი 68), გორი; დიონისი, დ. ჩიოფანი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 1:0 ფერნანდო (45), 2:0 კვალიარელა (70)

გაფრთხილება: კორეა (54), კვალიარელა (71), სილვესტრე (78), კრსტიჩიჩი (80), მოისანდერი (90) – ფრარა (58), სამარკო (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 8 (1) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 12:10 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დანიელე ორსატო

“უდინეზე” – “ვერონა” 2:0 (1:0)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 12 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; პირისი, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი; ბადუ, გილერმე, კუჟმანოვიჩი; ფერნანდესი (ედენილსონი 80), ტერო (ვიდმერი 88), დი ნატალე (ძაპატა 72)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, ჰელანდერი, ბიანკეტი, ფარეში; ვსჟოლეკი (გომესი 62), მარონე, სილიგარდი (რომულო 46), იონიტა; ტონი, პაცინი (რებიჩი 55)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 ბადუ (31), 2:0 ტერო (56)

გაფრთხილება: ფელიპე (73) - პაცინი (44), ფარეში (60), ბიანკეტი (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 5 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: დანიელე დოვერი

“იუვენტუსი” – “ინტერი” 2:0 (0:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (რუგანი 36); ლიხშტაინერი, ხედირა (სტურარო 78), ერნანესი, პოგბა, ალექს სანდრო; დიბალა (მორატა 81), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ინტერი” (3-5-2): ჰანდანოვიჩი; ჟუან ჟესუსი, მურილო, მირანდა; დ’ამბროზიო, მედელი (ლიაიჩი 56), ფელიპე მელო, კონდოგბია, ალექს ტელეში (პერიშიჩი 73); პალასიო, იკარდი (ედერი 85)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 1:0 ბონუჩი (47), 2:0 მორატა (84, პენ)

გაფრთხილება: ლიხშტაინერი (39), ერნანესი (45), ხედირა (59) – ჟუან ჟესუსი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 5 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 8:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი

თეგებისერია A
0.312275