ფეხბურთი

17:00 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ახალკაცი “ლივერპული”-“აუგსბურგის” მატჩის დელეგატად

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ნოდარ ახალკაც-უმცროსი დღეს ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალის მატჩის დელეგატი იქნება, კერძოდ, “ლივერპული”-“აუგსბურგის” შეხვედრისა. პირველი მატჩი გერმანიაში 0:0 დასრულდა. 40 წლის ახალკაცი უეფა-ში დაფასებული პიროვნებაა და ხშირად ნიშნავენ მაღალი რანგის მატჩების დელეგატად.

როგორც იცით, ნოდარ ახალკაცი-უმცროსი 2005-2009 წლებში გახლდათ სფფ-ის პირველკაცი, პოსტიდან წასვლის შემდეგ კი უეფა-სა და ფიფა-შიც მუშაობს. უეფა-ში ინსპექტორია ეთიკისა და დისციპლინის საკითხებში; ასევე, კონსულტანტი და მატჩების დელეგატიც. ფიფა-ში მატჩების კომისარია და ფიფა-პერფომანსის განვითარების პროგრამის კონსულტანტიც გახლავთ.

0.113788