ფეხბურთი

13:32 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ლიგაში სეზონი განახლდა (+VIDEO)

21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგა განახლდა. მე-18 ტურის მატჩები კვირას გაიმართა. ლიდერმა, ცხინვალის „ლიახვმა“ „მერცხალს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლის ავტორი საბა ლომია გახდა. ცხინვალელები 43 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ გათამაშებას და უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებიან. “ქართლის” სტადიონზე გამართულ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრო.

მე-18 ტურის ყველა მატჩი:

კოლხეთი ხ - იმერეთი 0:1, ოდიში 1919 - ბორჯომი 3:1, ლიახვი - მერცხალი 1:0, რუსთავი - ბეთლემი 1:2, ჭიათურა - მეშახტე 0:0, სამგურალი - სამეგრელო 6:1, მაჭახელა - სქური 1:0, ალგეთი - გაგრა 0:3, ვიტ-ჯორჯია - ჩხერიმელა 1:0.

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119941