ფეხბურთი

15:14 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: “უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა წელს არ (ვერ) შემცირდება”

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა:

“უმაღლესი ლიგა 19 თებერვალს განახლდება, მაგრამ შეიცვალა თასის ფინალის თარიღი: ნაცვლად 26-ისა, ფინალი 18 მაისს გაიმართება. ეს იმიტომ, რომ მაისის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური მატჩები ელის (სლოვაკეთთან და რუმინეთთან).

...რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების პროგრამას, 18 თებერვალს წარვუდგენთ საზოგადოებას და ყველას შეუძლია, რომ გაეცნოს”.

მუჯირმა ასევე განაცხადა, რომ 2016/2017 წლების სეზონისთვის გუნდების რაოდენობა ვერ შემცირდება - შუა სეზონში დებულების შეცვლა მართებული არაა, რადგან სპორტული პრინციპი ირღვევაო.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს, მუჯირმა თქვა, რომ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ჯერ გვარებს ვერ დააკონკრეტებს.

0.113204