ფეხბურთი

2:10 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედი” ოთხეულს შორდება, “ჩელსი” სასურველ ფორმას უახლოვდება

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს 2 დაპირისპირება იწვევდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ უსახურად გამოიყურება და ამჯერად ლუის ვან გაალის შეგირდები გასვლაზე”სანდერლენდთან” დამარცხდნენ. “შავმა კატებმა” ანგარიში ძალიან სწრაფად მე-3 წუთზე გახსნეს, გოლის გატანა ახალწვეულმა ხაზრიმ მოახერხა. “წითელმა ეშმაკებმა” ტაიმის ბოლოს წონასწორობა აღადგინეს და ეს ენტონი მარტიალმა გააკეთა, თუმცა შეხვედრის მიწურულს კუთხურიდან გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. “იუნაიტედი” მე-4 ადგილოსანს 6 ქულით ჩამორჩება და შესაძლოა, დღეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ზედიზედ მე-10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა ლონდონის “ჩელსიმ”. თუ წინა მატჩებში ლონდონელები მძიმედ გამოიყურებოდნენ და უმეტესად ფრით კმაყოფილდებოდნენ (ამ 10 მატჩში 6 ფრედ დასრულდა), ამჯერად მათ შესანიშნავად ითამაშეს და “ნიუკასლი” განადგურეს. მასპინძელთაგან დუბლი გაიფორმა პედრო როდრიგესმა, ხოლო თითო გოლი ვილიანის, დიეგო კოშტას და ახალგაზრდა ბერტრან ტრაორეს ანგარიშზეა. სტუმართა რიგებიდან პრესტიჟის ბურთი 90-ე წუთზე ანდროს თაუნსენდმა შეაგდო – 5:1.

6 მატჩია, რაც “საუთჰემპტონს” ძირითადი მეკარე ფრეიზერ ფორსტერი დაუბრუნდა და მას შემდეგ “წმინდანებს” გოლი არ გაუშვიათ. რონალდ კუმანის კრებულმა შეინ ლონგის გოლით გასვლაზე “სუონსი” დაამარცხა – 0:1.

უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდა “ევერტონი”, თუმცა სალომონ რონდონისგან მალევე გაუშვა და მწვავე იერიშების მიუხედავად, სტუმართა ჩაბეტონებული დაცვა ვერ გატეხა – 0:1.

“უოტფორდმა” დინის დუბლით სტუმრად “კრისტალ პალასს” აჯობა, რომლის მაისურით პირველად გაიტანა ემანუელ ადებაიორმა, თუმცა ტოგოელის ბურთმა “არწივებს” ვერ უშველა – 1:2.

“სტოკმა” “დინ კურტზე” ძალიან იოლად მოუგო “ბორნმუთს”, ხოლო “ვესტ ჰემმა” საგარეო მატჩში “ნორვიჩს” ორბურთიანი ჰანდიკაპი ამოუქაჩა და “ბოლეინ გრაუნდზე” ქულა წაიღო.

სანდერლენდი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 (1:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ოში, კონე, იედლინი, ვან აანჰოლტი, კირხოფი (როდუელი 15), მ’ვილა, კატერმოლი (ტოივონენი 85), ნ’დოიე, ხაზრი, დეფო (ბორინი 71).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, ბორთუიკ-ჯექსონი, დარმიანი (ლავი 37), შნეიდერლენი (კინი 86), კერიკი, ლინგარდი (დეპაი 62), მატა, მარტიალი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 ხაზრი (3), 1:1 მარტიალი (39), 2:1 დე ხეა (82 ს.კ.)
გაფრთხილებები: იედლინი, ოში – რუნი, მატა, კერიკი
მსაჯი: ანდრე მარინერი

ბორნმუთი – სტოკი 1:3 (0:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, ფრანცისი, კუკი, სმიტი, დანიელსი, სურმანი, გოსლინგი (რიტჩი 46), არტერი, პუგი (კინგი 46), სტანისლასი (იტურბე 75), აფობი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, მუნიესა (ტეიშეირა 46), ვოლშაიდი, გ.ჯონსონი (ხოსელუ 53), პიტერსი, იმბულა, ველანი, აფელაი (აირლანდი 86), დიუფი, შაქირი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 0:1 იმბულა (9), 0:2 აფელაი (52), 0:3 ხოსელუ (55), 1:3 რიტჩი (57)
გაფრთხილებები: პუგი, სურმანი, არტერი, ფრანცისი – იმბულა, დიუფი
მსაჯი: გრემ სკოტი

კრისტალ პალასი – უოტფორდი 1:2 (1:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-4-2): ჰენესი, დინი, დელანი, სუარე, იარდი, იედინაკი, კაბაიე, მუტჩი (კემპბელი 73), ზაჰა, ვიკჰემი (ლი 46), ადებაიორი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

უოტფორდი (4-3-3): გომეში, კეტკარტი, პრიოდლი, ნიომი, აკე, კაპუ (მ.სუარესი 46), უოტსონი, ბეჰრამი, ამრაბატი (აბდი 62), იგალო, დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 0:1;1:2 დინი (16 პენ. 82), 1:1 ადებაიორი (45)
გაფრთხილებები: მ.სუარესი
გაძევება:სუარე (94)
მსაჯი: რობერტ მედლი

ევერტონი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:1)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, იაგიელკა, ოვიედო, კოულმენი, ბერი, მაკკარტი (ოსმანი 82), ბარკლი, კლევერლი (კონე 58), ლენონი (დეულოფეუ 74), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი, ევანსი, დოუსონი, ჩესტერი, ოლსონი, მაკკლინი (ბრანტი 57), დ.ფლეტჩერი, იაკობი, სესენიონი, ბერაჰინო (სანდრო 92), რონდონი (ანიჩებე 72).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლი: რონდონი (14)
გაფრთხილებები: ბერი – მაკკლინი, დ.ფლეტჩერი, ფოსტერი, ბრანტი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ნორვიჩი – ვესტ ჰემი 2:2 (0:0)

ნორვიჩი, “ქეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, კლოზე, ბრედი, მარტინი, ჰულაჰანი (დორანსი 85), ო’ნილი, ჰაუსონი, რედმონდი, ნეისმიტი (ოლსონი 76), ჯერომი (მბოკანი 84).
მწვრთნელი: ალექს ნილი

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, ოგბონა, კოლინსი, კრესველი, ბაირამი, სონგი (მოზესი 62), ობიანგი, ნობლი, ანტონიო (ემენიკე 70), პაიე, ვალენსია (კეროლი 62).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 ბრედი (54), 2:0 ჰულაჰანი (65), 2:1 პაიე (74), 2:2 ნობლი (76)
გაფრთხილებები: ნეისმიტი, ჰაუსონი – კოლინსი, ობიანგი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

სუონსი – საუთჰემპტონი 0:1 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რანხელი (ნოუტონი 67), ბრიტონი (გომისი 73), კორკი, ა.აიუ, სიგურდსონი, რუტლიჯი (ბაროუ 61), პალოსკი.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

საუთჰემპტონი (3-4-1-2): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, რომეუ (სოარეში 63), ტარგეტი (იოშიდა 86), კლასი, უარდ-პროუსი, ს.დევისი, პელე (ოსტინი 74), ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: ლონგი (69)
გაფრთხილებები: რომეუ, კლასი, უარდ-პროუსი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ჩელსი – ნიუკასლი 5:1 (3:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი (ბაბა 38), კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, ვილიანი (ლოფტუს-ჩიკი 80), აზარი, პედრო, კოშტა (ბ.ტრაორე 60).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, კოლოჩინი, ს.ტეილორი, აარონსი, ჯანმაატი, ტიოტე (ლასკელესი 67), შელვი, ვეინალდუმი (კოლბეკი 46), თაუნსენდი, სისოკო, მიტროვიჩი (დუმბია 70).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

გოლები: 1:0 კოშტა (5), 2:0;4:0 პედრო (9;59), 3:0 ვილიანი (17), 5:0 ბ.ტრაორე (83), 5:1 თაუნსენდი (90)
გაფრთხილებები: ს.ტეილორი, შელვი
მსაჯი: როჯერ ისტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101843