ფეხბურთი

12:31 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაადრევი ფინალი “იუვენტუს სთედიუმზე”

იტალიის სერია A-ს მორიგი ტური დღეს არ დაიწყება. საქმე ისაა, რომ 25-ე ტურის ორი შეხვედრა აპენინელთათვის უჩვეულოდ უკვე გაიმართა. თუმცა, ტურის და ვინძლო, სეზონის მთავარი მატჩი მაინც დღესაა ჩანიშნული: “იუვენტუსი” “ნაპოლის” წინააღმდეგ – აფიშა ყვირის და სრულიად საფუძვლიანად. მაისში სკუდეტოს მფლობელი უსათუოდ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი იქნება და ეგებ დღევანდელმა შეხვედრმა ბევრ კითხვას პასუხი გასცეს. საბოლოო არა, მაგრამ მაინც...

ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს დიდებულ ფორმაში ხვდება. ერთი ისაა, რომ “იუვეს” ტრავმები მოეძალა და დღეს ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელს ტრიბუნაზე ყოფნა მოუწევს. მაგალითისთვის ჯორჯო კიელინი და სამი ხედირაც გამოდგებიან. არც მარიო მანჯუკიჩია ტურინული გრანდისთვის უმნიშვნელო ფეხბურთელი. მოკლედ, ლაზარეთმა გავლენა მასიმილიანო ალეგრიზეც მოახდინა, რომელიც დღეს ტაქტიკის შეცვლას გეგმავს. არადა, “ბებერ ქალბატონს” 3-5-2 სქემით მიჯრით 14 თამაში აქვს მოგებული და პირადი რეკორდი უკვე დაამყარა. ახლა, “ინტერის” 17 მატჩიანი მოგებების სერიას უმიზნებს. მანამდე კი, “ნაპოლის” დამარცხებაა საჭირო. რაც შეეხება მეტოქეს, ნეაპოლიტანელებმაც ჩინებული სერია ააწყვეს და ზედიზედ რვაჯერ იმარჯვეს, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბრწყინვალე ფორმაშია არგენტინელი გონსალო იგუაინი, ვისაც 24 თამაშში 24 გოლი გაუტანია და საუკეთესო ბომაბრდირობა თამამად შეიძლება ითქვას, განაღდებული აქვს. სხვათა შორის, იგუაინისა არ იყოს, მისი თანამემამულე პაულო დიბალაც ვასრკვლავებს ეთამაშება – “იუვეს” შემტევმა ორი დღის წინ იტალიურ მედიასთან საუბრისას თქვა, თანახმა ვარ იგუაინმა “კაპოკანონიერეს” (საუკეთესო ბომბარდირი) პრიზი მოიგოს, ოღონდ მე სკუდეტოს მოვიგებო...

ამ თამაშს “იუვესთვის” კიდევ ერთი დატვირთვა ექნება: ტურინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგა და შესაბამისად მიუნხენის “ბაიერნთან” ჩასატარებელი პირველი მერვედფინალური შეხვედრა კარს მოადგა და აქედან გამიმდინარე “იუვეს” წინ გაედვაც მოუწევს, მაშინ, როცა “ნაპოლის” მთელი აქცენტი შიდა ჩემპიონატზე აქვს გადატანილი. მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო სარის გუნდი პარალელურად ვეროპა ლიგაზეც თამაშობს... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – მათ შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატს კარგა ხნის პაუზის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავდეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსი” პირველ ადგილზე ჯერ არ ყოფილა, ასეთი ფაქტი კი ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში დაფიქსრიდა...

თუ დღეს საჩემპიონო თამაშია, ხვალ ტური ფლორენციაში კიდევ ერთი მეტად დამაინტრიგებელი შეხვედრით დასრულდება. ადგილობირივი “ფიორენტინა” მილანის “ინტერს” მიიღებს. ბოლო დროს “იები” მეტად არასტაბილურები გახდნენ და ერთ დროს სკუდეტოზე მეოცნებე გუნდი ახლა, მესამე ადგილის შენარჩუნებას ლამობს. ამის ფონზე გასაკვირი არაა, რომ ფლორენციაში პორტუგალიელი პაუოლო სოუზას მომავალზე უკვე დაფიქრდნენ. საპირისპიროდ რობერტო მანჩინის ჯერ გათავისფულებას არ უპირებენ, მაგრამ “ინტერი”, რომელიც კარგა ხანს ლიდერი გახლდათ, ბოლო ხანებში საკუთარ თავს აღარ ჰგავს და თამაშსაც ვერ იგებს. შესაბამისად, “ნერაძურიში” ჩემპიონობაზე ფიქრს შეეშვნენ, სამაგიეროდ, მანჩინის ლიგაზე ვერგასვლას ალბათ არ აპატიებენ...

რაც შეეხება ტურის დანარჩენ მატჩებს, ყველაზე დიდ ინტერესს, კვირას გასამართი მატჩი – “მილანი-“ჯენოა” იწვევს.

“ემპოლი” – “ფროზინონე”

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

13 თებერვალი, 18:00 საათი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ძამბელი, ტონელი, არიაუდო, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, ბუჩელი; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, რუსო, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; გორი, გუჩერი, სამარკო; ტონევი, დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კიევო” – “სასუოლო”

ვერონა, “ბენტეგოდი”

13 თებერვალი, 21:00 საათი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, გობი; პინცი, რადოვანოვიჩი, რიგონი; ბირსა; ინგლეზე, მპოკუ

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, ფალჩინელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: დავიდე ჯერზინი

“იუვენტუსი” – “ნაპოლი”

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

13 თებერვალი, 23:45 საათი

“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა; კუადრადო, სტურარო, მარკიზიო, პოგბა; დიბალა, მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“მილანი” – “ჯენოა”

მილანი, “სან სირო”

14 თებერვალი, 15:30 საათი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბალოტელი, ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; მუნიოსი, ბურდისო, იცო; ლაქსალტი, რიგონი, დზემაილი, გაბრიელ სილვა; ჩერჩი, მატავცი, სუსო

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

“პალერმო” – “ტორინო”

პალერმო, “რენცო ბარბერა”

14 თებერვალი, 18:00 საათი

“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; მორგანელა, გოლდანიგა, გონსალესი, რისპოლი; ჰილიერმაკი, იაიალო, ჩოჩევი; ვასკესი, ჯილარდინო, ქუაისონი

მწვრთნელი: ჯოვანი ტედესკო

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა, ბენასი, ბაზელი, გაცი, ბრუნო პერესი; ბელოტი, იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“სამპდორია” – “ატალანტა”

გენუა, “მარასი”

14 თებერვალი, 18:00 საათი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; კასანი, რანოკია, სილვესტრე; ივანი, ფერნანდო, სორიანო, დოდო; კორეა, კასანო; კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კონტი, ტოლოი, მაზიელო, დრამე; კურტიჩი, დე რუნი, ფრეულერი; დიამანტი, პინილია, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

მსაჯი: ანტონიო დამატო

“უდინეზე” – “ბოლონია”

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

14 თებერვალი, 18:00 საათი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, ფელიპე; ედენილსონი, კუჟმანოვიჩი, ლოდი, ჰალფრედსონი, არმერო; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; ფერარი, ოიკონომუ, გასტალდელო, მაზინა; დონსა, დიავარა, ტაიდერი; მუნირი, დესტრო, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

მსაჯი: კარმინე რუსო

“ფიორენტინა” – “ინტერი”

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

14 თებერვალი, 23:45 საათი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ვესინო, ბორხა ვალერო, ალონსო; ილიჩიჩი, ტელო; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ინტერი” (4-4-2): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, მირანდა, მურილო, ტელეში; ბიაბიანი, მედელი, კონდოგბია, პერიშიჩი; იკარდი, ედერი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102096