ფეხბურთი

1:45 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მაინცი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში

გერმანიის ბუნდესლიგის XXI ტურმა სტარტი მაინცში აიღო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა გელზენკირხენის “შალკეს” უმასპინძლა და არც მეტი, არც ნაკლები ოთხეულში შეაბიჯა.

“შალკე” ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და ამოუცნობი გუნდია მსოფლიოში. “ხუმარებს” შეუძლიათ ერთ დღეს დიდებულად ითამაშონ და მეორე დღეს თავის აჩრდილს ჩამოჰგავდნენ. “კოფეის არენაზე” “შალკემ” ორმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა, ხოლო “მაინცმა” თავის მხრივ, მიჯრით მესამე თამაში მოიგო, რითაც ოთხეულში შეაბიჯა. დიახ, ახლა “მაინცსა” და “შალკეს” 33-33 ქულა აქვთ და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. მართალია, XXI ტურის დარჩენილი თამაშები შაბათსა და კვირას ჩატარდება, მაგრამ მაინცელთა აღნიშნული წარმატება მაინც აღსანიშნავია...

“მაინცი” – “შალკე” 2:1 (1:0) VIDEO

მაინცი, “კოფეის არენა”

მაყურებელი: 32 107

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; დონატი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი; ლატცა, ბაუმგალტინგერი; კლემენსი, მალი (ფრეი 87), სამპეირო (დე ბლასისი 84); კორდობა (ბუნგერტი 90)

მწვრთნელი: შმიდტი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა (რეიტერი 66), მატიპი, ნოიშტადტერი, კოლასინაჩი; გეისი (შოპფი 80), გორეცკა; სანე (დი სანტო 84), მეიერი, ბელჰანდა; ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

გოლები: 1:0 ბუსმანი (33), 1:1 ბელჰანდა (46), 2:1 ბაუმგალიტნგერი (79)

გაფრთხილება: ლატცა (43), დონატი (81), ბალოგუნი (90) – კაისარა (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 14 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: გრაფე

თეგებიბუნდესლიგა
0.190611