კალათბურთი

21:41 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სეუ-ს  კამარამ  მოაგებინა

,,ა“ ლიგის დღევანდელი ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სეუ და თსუ დაუპირისპირდნენ. გუნდებს ამ შეხვედრამდე სამ-სამი თამაშის შემდეგ 4-4 ქულა ჰქონდათ და მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებდნენ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე თამაში დაძაბული უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა და სამი მეოთხედის შემდეგ ტაბლოზე თანაბარი შედეგი 49:49 იყო.

მატჩის ბედი მეოთხე დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი სეუ-მ უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ 74:65 შეძლო მეტოქის დამარცხება. სტუდენტურ დაპირისპირებაში ყველაზე კარგი შედეგი სეუ-ს ლეგიონერმა ფოუსსეინ კამარამ აჩვენა, რომელმაც 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და შეიძლება ითქვას, რომ თანაგუნდელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა. თსუ-ს მხრიდან ყველაზე მეტი 18 ქულა ვასილ ბერუაშვილმა დააგროვა.

სეუ-თსუ 74:65 (23:13, 16:25, 10:11, 25:16)

სატურნირო მდგომარეობა 11 თებერვლისათვის

1 ვითა 4 4 0 8
2 კაქტუსი 5 3 2 8
3 სეუ 4 2 2 6
4 წყალტუბო 3 2 1 5
5 თსუ 4 1 3 5
6 ვინგსი 4 0 4 4

12 თებერვალი წყალტუბო

,,წყალტუბო“ - ,,ვითა“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111129