კალათბურთი

21:25 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,კაქტუსმა“ პირველი წრე დაასრულა

დღეს ,,ა“ ლიგის მონაწილე გუნდების ორი შეხვედრა გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მეორე ადგილზე მყოფი ,,კაქტუსი“ და ბოლო ადგილოსანი ,,ვინგსი“ დაუპირისპირდნენ. როგორც სატურნირო მდგომარეობიდან, ასევე შემადგენლობიდან გამომდინარე, ფავორიტად ,,კაქტუსი“ ითვლებოდა.

,,ვინგსმა“ მხოლოდ პირველ მეოთხედში შეძლო მეტოქისათვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დროის ეს მონაკვეთი ,,კაქტუსმა“ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო. მეორე მეოთხედიდან უპირატესობას ,,კაქტუსი“ დაეუფლა , რომელმაც საბოლოოდ დიდი ანგარიშით 80:62 შეძლო მეტოქის დამარცხება.

,,კაქტუსის“ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ამერიკელმა ლეგიონერმა დენიელ უილიამსმა და ბექა ჩიკვილაძემ შეიტანეს. უილიამსმა 22, ხოლო ჩიკვილაძემ 20 ქულა მიითვალა. ,,ვინგსის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კალთბურთელის გელა კოპალიანის ანგარიშზე 21 ქულაა.

ამით ,,კაქტუსმა“ პირველი წრე დაასრულა და 5 თამაშიდან 8 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ,,ვინგსს“, პირველ წრეში მას ერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებებლი, რომელსაც ,,სეუ“-სთან გამართავს.

,,კაქტუსი“ - ,,ვინგსი“ 80:62 (21:20, 20:15, 21:12, 18:15)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127412