ფეხბურთი

20:23 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი 2018-წლამდე

ლორან ბლანი “პარის სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

50 წლის სპეციალისტი პსჟ-ს 2013 წლიდან უდგას სათავეში და ამ დროის განმალობაში კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი (2), თასი (1), ლიგის თასი (2) და სუპერთასი (3) მოიგო.

მიმდინარე ლიგა 1-ში 25 ტურის შემდეგ პსჟ უახლოეს მდევარს “მონაკოს” 24 ქულით უსწრებს და უდიდესი ალბათობით, ჩემპიონობას გათამაშების დასრულებამდე, დიდი ხნით ადრე გაიფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113678