კალათბურთი

20:45 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრის პოლი პასებში მეთერთმეტეა

ლოს ანჯელეს “კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

“ბოსტონთან” (143:139) მოგებულ შეხვედრაში კრის პოლმა 35 ქულასთან ერთად 13 პასი გააკეთა და სულ კარიერაში 7400 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

პოლმა მორის ჩიკსს გადაასწრო, რომელსაც კარიერის მანძილზე 7392 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული. ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასე ჯონ სტოკტონია – 15 806.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121069