ჭიდაობა

17:48 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიოს რეიტინგში ლიდერობა შეინარჩუნა

მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ (UWW) თავისუფალ ჭიდაობაში იანვარში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების მიხედვით, რეიტინგ ლისტი განაახლა. საქართველოს 8 წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე ერთადერთი მოჭიდავე ჰყავს – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ.).

მსოფლიოს ჩემპიონი და საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი თავის წონით კატეგორიაში კვლავაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია.

ხინჩეგაშვილის გარდა, რეიტინგში კიდევ 8 ქართველი შევიდა. გენო პეტრიაშვილი (125) და სანდრო ამინაშვილი (86) – მესამე პოზიციაზე არიან, ელიზბარ ოდიკაძე (97) – მეოთხეა, ჯუმბერ ყველაშვილი (86) – მე-8, ბექა ლომთაძე (61) – მე-10, დავით ტლაშაძე (70) - მე-11, ავთანდილ კენჭაძე (65) – მე-14, ხოლო დავით მოძმანაშვილი (125) – მე-17.

რეიტინგი სრულად

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117176