რაგბი

13:25 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექსეი შერბანი: „რუმინეთთან და საქართველოსთან მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდებით“

კრასნოიარსკის „ენისეისა“ და რუსეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ალექსეი შერბანი ფიქრობს, რომ „დათვები“ მთავარ კონკურენტებთან - რუმინეთთან და საქართველოსთან მატჩებს საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, რუსებმა ესპანეთს ტაიმი 14:6 მოუგეს, 75-ე წუთზე 17:20 ჩამორჩნენ, მაგრამ თამაში რომ განახლდა ლელო გაიტანეს და საბოლოოდ 22:20 იმარჯვეს. 13 თებერვალს რუსები გერმანელებს მასპინძლობენ და შერბანმა რუმინეთისა და საქართველოს გარდა განვლილ და უახლოეს შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ესპანეთთან მატჩში უამრავი შეცდომა დავუშვით. ჩვენი სისუსტეების დანახვის კუთხით, ესპანეთთან თამაში უმნიშვნელოვანესი იყო. ახლა სწორედ ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ და ვეცდებით გერმანიასთან უკეთ ვითამაშოთ. მაგრამ ისე არავინ გაიგოს, თითქოს გერმანელებს სათანადოდ არ ვაფასებთ. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს და თუ მოვდუნდებით, პრობლემები შეგვექმნება. ვფიქრობ, რუმინეთთან და საქართველოსთან თამაშებისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნებით“ - თქვა შერბანმა.

რუსეთი რუმინეთს სტუმრად 27 თებერვალს ეთამაშება, ხოლო საქართველოს ნაკრებს 12 მარტს სოჭში დაუხვდება.

წყარო - www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114374