თამაშგარე

12:05 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კამილა ბორა–ბორაზე ვერ წამოიპლაკა

აწუკვე კარიერაგაუბედურებული, ერთ დროს კი პერსპექტიულად მიჩნეული იტალიელი ფეხბურთელის, მარკო ბორიელოს მარადიული სატრფო, კამილა მორიაში ალბათ ის ერთადერთი ნათელი წერტილი და იმედის სვეტია, რაც მარკოს შეიძლება გააჩნდეს, რადგან კამილა სწორედ ის ქალია, ხვნეშა–ოხვრას რომ მიაყოლებს ადამიანი.

კამილა მორიაშის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება. ბრაზილიაში ნაშობი და აპენინებზე აღზრდილი ეს ქალბატონი, ყველას გულს ადვილად იგებს და ასევე ყველა აღნიშნავს იმასაც, რომ მიუხედავად მისი გულისსწორის საფეხბურთო თვალსაზრისით ჩაოხრებისა – იგი სატრფოსადმი მაინც ერთგული რჩება და იძახის, ჩემი ძუძუ–მკერდი კი დაენაცვლოს მარკოსაო.

ერთი ისაა, რომ ბოლო დროს ამ წყვილის ჯიბეებიც გვარიანად შეთხელდა და ეს იმაშიც გამოიხატა, რომ კამილა მორიაშის დიდი სურვილის მიუხედავად, ამ ახალწლებზე ვერ მოახერხეს ბორა–ბორას დიდებულ კუნძულებზე წამოპლაკვა. რას ვიზამთ, ასეთია მუხთალი წუთისოფელი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114578