ჩოგბურთი

1:41 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ბაქოს ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიან ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

წყვილთა შეჯიბრში ცივაძე და უკრაინელი დმიტრო ბადანოვი რუსულ დუეტთან (ბალუდა-კალინინი) 6:7 (13:15), 3:6 დამარცხდნენ, ერთეულებში კი გიორგიმ თამაშის დასრულება ვერ მოახერხა.

ცივაძე მე-3 ნომრად განთესილ რუს ევგენი კარლოვსკისთან 1:6, 0:2-ს აგებდა, როდესაც ასპარეზობა შეწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111937