თამაშგარე

13:23 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მილა და სოსო

რუსები ხომ იცით რომლები არიან? აი ისინი, რომ იძახიან ყველაზე მაგარი საფეხბურთი ჩემპიონატი მთელს ევროპაში ჩვენ გვაქვსო და ნავთობის ფასის ვარდნის მერე, ჩემპიონატის ნაცვლად ხელში გამხმარი ძვალი რომ რჩებათ. მაგრამ, თავისას მაინც არ იშლიან და ახლა, დონეცკის “შახტარის” სახელს მიადგნენ...

რამდენიმე დღის წინ, ჰილივუდის ცნობილ მსახიობსა და დონეცკის “შახტარის” დიდ გულშემატკივარს, მილა იოვოვიჩს ჟურნალისტებმა კითხეს თუ რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ პრორუსები დონეცკური კლუბის სახელის მისათვისებლად იბრძვიან და იძახიან - დღეს დევნილობაში მყოფი შახტარი ჩვენთან კავშირში არ არისო.

მილამაც, თავპატიჟდაუდებლად განაცხადა, რომ პრორუსები სულ რომ შუაზე გაიხნენ და ქლიბის პირზე გასრიალდნენ, დონეცკი ყოველთვის უკრაინა იქნება და იმ ქალაქის საფეხბურთო კლუბიც ყოველთვის უკრაინის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობასო. როგორი ქალია მილა? ხომაა მაგარი?! ისე, ბატონი სოსო პავლიაშვილი ნეტა რას ფიქრობს ამ ყველაფერზე?...

0.136706