ჭადრაკი

23:37 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ გაგუნაშვილმა მესამე-მეათე ადგილები გაიყო

დასრულდა ჭადრაკში საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ირანის ქალაქი მეშხედი მასპინძლობდა. შეჯიბრში მონაწილეობა 11 ქვეყნის 178 სპორტსმენმა მიიღო, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, 2016 წლის ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი მერაბ გაგუნაშვილიც გახლდათ.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. 7,5-7,5 ქულით პირველი-მეორე ადგილები რუსეთის წარმომადგენლებმა პაველ მალეტინმა და მაქსიმ ჩიგაევმა გაიყვეს. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი მალეტინს ერგო.

რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკეს, მან ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და 7 მონაწილესთან ერთად, მესამე-მეათე ადგილები გაიყო. დამატებითი მაჩვენებლებით, გაგუნაშვილმა მეექვსე პოზიცია დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129691