ჭადრაკი

0:27 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სენიორებმა ჩემპიონები გამოავლინეს

გორელი საერთაშორისო ოსტატის ციალა ქასოშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სენიორ-ქალთა შორის.

გამარჯვებულის ანგარიშზე 7-დან 5.5 ქულა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურია. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ნინო მელაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე 4.5 ქულით მარგალიტა თანდაშვილი გავიდა.

ერთბაშად ოთხმა მონაწილემ დააგროვა 5.5-5.5 ქულა სენიორ-ვაჟთა შორის ქვეყნის პირველობაზე. დამატებითი მაჩვენებლების ცხრილმა ოთხეული შემდეგნაირად გაანაწილა: 1. გიორგი ბაღათუროვი, 2. ვლადიმერ სკაჩკოვი, 3. ფრიდონ ყალაგაშვილი, 4. სოსო კიკილაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126685