ფეხბურთი

17:00 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მენდიეტა: “პრობლემა ნევილი არაა”

ესპანური “ვალენსიას” ლეგენდა გაისკა მენდიეტა მიიჩნევს, რომ “ღამურების” კრიზისი მარტო გარი ნევილის ბრალი არაა და გამოსავალიც შესაბამისად, მის გათავისუფლებაში არ დევს.

“მე ვფიქრობ, ნევილს არ გაათავისუფლებენ. მფლობელსა და პრეზიდენტს ისევ სჯერათ მისი. გარი გუნდში ახალი მოსულია და ჯერ კიდევ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ეს არაა მხოლოდ შედეგი, არამედ თუ როგორ თამაშობს გუნდი, თუმცა პრობლემა მარტო გარი ნევილში არაა, კლუბში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. “ვალენსიას” შეუძლია მაღალ ადგილებზე დაბრუნება”, - უთხრა sky sport-ს მენდიეტამ.

შეგახსენებთ, “ვალენსიას” ლა ლიგაში უკვე ზედიზედ 12 თამაშია არ მოუგია. “ღამურებმა” ბოლოს 7 ნოემბერს, ვიგოს “სელტას” სტუმრად აჯობეს, თანაც დიდი ანგარიშით – 5:1. შესაბამისად, “მესტალიას” ბინადრები სატურნირო ცხრილში დაბლა ნელ-ნელა ეშვებიან და ამჟამად გასავარდნი ზონისგან მხოლოდ 4 ქულა აშორებთ.

0.099619