ფეხბურთი

16:21 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: “ან ახლა, ან არასდროს”

ინგლისის პრემიერლიგის ერთპიროვნული და მოულოდნელი ლიდერის, “ლესტერ სიტის” იტალიელი მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის აზრით, ჩემპიონობას თავისი გუნდი ან მიმდინარე სეზონში შეძლებს, ან ვერასოდეს. ამის შესახებ მხცოვანმა სპეციალისტმა მშობლიურ რადიოს, radio anch’io-ს განუცხადა.

“მე არ ვარ ინგლისში მოურინიო, მაგრამ მხოლოდ ჩემს გუნდში მუშაობაზე ვფიქრობ, რომელიც შარშან გავარდნას ბოლო ტურებში გადაურჩა. წელს კარგად გამოვიყურებით და ეს სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია – ან ახლა, ან არასოდეს. მომდევნო სეზონი განსხვავებული იქნება. ბევრი მეუბნება, რომ თუ “არსენალსაც” დავამარცხებთ, ჩემპიონობაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ყველა თამაში ტიტულის მოპოვებისთვის ერთნაირად გადამწყვეტი იქნება”, - თქვა რანიერიმ.

კლაუდიო რანიერიმ “ლესტერ სიტი” მიმდინარე სეზონის წინ ჩაიბარა და გუნდს საოცარ თამაშს აჩვენებინებს. “მელიები” პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობენ და ლონდონურ გუნდებს, “არსენალსა” და “ტოტენჰემს” ხუთი, ხოლო “მანჩესტერ სიტის” ექვს ქულით უსწრებენ. ამასთან, “ლესტერმა” განვლილ 25 ტურში მხოლოდ ორი მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115945