ფეხბურთი

16:01 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ფეისბუქის პოსტის გამო...

თურქეთის მეორე ლიგის ბინადარ “ამედსფორის” ფეხბურთელი დენიზ ნაკი 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. აღნიშნული მკაცრი სასჯელის მიზეზი კი თურქი ნახევარმცველის პოსტია, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქზე, თურქეთის თასზე “ბურსასფორთან” (2:1) გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა.

“ამ გამარჯვებას იმ ადამიანებს ვუძღვნი, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს თავი შესწირეს და იგი 50 დღის განმავლობაში გრძელდებოდა”, - დაწერა ნაკიმ.

აღსანიშნავია, რომ დენიზ ნაკის გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია, მაგრამ ქურთული ფესვები გააჩნია.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ იგი გარდა 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციისა, ფულადი ჯარიმითაც დასაჯა და 19 500 თურქული ლირის გადახდა დააკისრა. ამავდროულად, მეოთხედფილაურ მატჩს “ამედსფორი” ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში გრძელდება შეტაკებები ქურთებსა და თურქეთის შეირაღებულ ძალებს შორის. ზოგიერთ ქალაქში საგენგებო მდგომარეობაც დაწესდა. ისე კი, ქურთებსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის დაპირისპირება უკვე წლებია მიმდინარეობს.

0.111765