ფეხბურთი

23:23 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერის” მორიგი სენსაცია და ხუთქულიანი ჰანდიკაპი

ინგლისის ჩემპიონატის 25-ე ტურში ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

პირველ სათამაშო დღეს 8 მატჩი შედგა, რომელთაგან გამორჩეული დაპირისპირება “ეტიჰად სთედიუმზე” გამართული დაპირისპირება გახლდათ, სადაც ერთმანეთს პრემიერლიგის ლიდერები “მანჩესტერ სიტი” და “ლესტერი” შეხვდნენ.

ყველაფრის მიუხედავად, ფავორიტად მაინც “სიტი” ითვლებოდა და ბევრი მიიჩნევდა, რომ “ლესტერის” ზღაპარი სწორედ “ეტიჰად სთედიუმზე” დასრულდებოდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა და სტუმრებმა დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს.

“მელიებმა” ანგარიში ძალიან მალე გახსნეს, რიად მაჰრეზმა სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას რობერტ ჰუტიმ დაასწრო და სტუმრები დააწინაურა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ამის გაკეთება ორივე კლუბს შეეძლო.

მეორე ნახევარი კი, სტუმართათვის შესანიშნავად დაიწყო და 48-ე წუთზე რიად მაჰრეზმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, ხოლო მე-60 წუთზე “ლესტერის” ცენტრალურმა მცველმა ჰუტიმ თავურით აუღებელი დაურტყა ჯო ჰარტს და დუბლი გაიფორმა. მასპინძლები გარდატეხის შეტანას ცდილობდნენ და სხვაობის შემცირების შანსი ჰქონდათ, მაგრამ კასპერ შმეიხელი მშვენივრად თამაშობდა. ამასთან, სტუმრები კონტრშეტევებზე უარს არ ამბობდნენ და ჯეიმი ვარდისა და შინჯი ოკაზაკის გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ ჰარტმა მეტი აღარ გაუშვა. მანუელ პელეგრინის შეგირდებმა რაც შეძლეს, მატჩის ბოლოს პრესტიჟის ბურთის გატანაა, რომელიც სერხიო აგუეროს ანგარიშზეა - 1:3. პრემიერლიგას კი ნამდვილად ღირსეული ლიდერი ჰყავს...

ბრძოლაში იმარჯვა “ტოტენჰემმა”, რომელმაც კირონ ტრიპიერის გოლით შინ “უოტფორდი” დაამარცხა, მე-2 ადგილამდე აღზევდა და ლიდერ “ლესტერს” 5 ქულით ჩამორჩება.

“ლივერპული” 82-ე წუთამდე რობერტო ფირმინოსა და ადამ ლალანას გოლებით 2:0-ს ამარცხებდა “სანდერლენდს”, თუმცა დარჩენილ დროში ადამ ჯონსონისგან და ჯერმეინ დეფოსგან გაუშვა და საჭირო ქულები დაკარგა – 2:2.

შედეგიანობით გამოირჩევა ისევ “ევერტონი”, რომელმაც “ბრიტანია სთედიუმზე” პირველივე ტაიმში 3 ბურთი გაუტანა “სტოკს” და იოლი გამარჯვება მოიპოვა – 0:3.

მშვენიერ ფორმაში შევიდა “საუთჰემპტონი”. რონალდ კუმანის კრებულს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საიდანაც 4 იმარჯვა. “წმინდანებმა” გუშინ იოშიდას გოლით “ვესტ ჰემს” მოუგეს და თანაც, ვანიამას გაძევების გამო 35 წუთი კაცნაკლული გაატარეს – 1:0.

“ნიუკასლმა” მიტროვიჩის გოლით საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩს” აჯობა, ხოლო “სუონსიმ” და “კრისტალ პალასმა” “ლიბერთი სთედიუმზე” ქულები გაიყვეს.

ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც უდიდესს ინტერესს “სტემფორდ ბრიჯზე” გასამართი “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება იწვევდა.

მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა ”ჩელსი” მარცხს მხოლოდ 91-ე წუთზე გადაურჩა. სტუმრები 61-ე წუთზე ლამაზი გოლით ჟესი ლინგარდმა დააწინაურა. ამის შემდეგ “არისტოკრატები” გააქტიურდნენ და ორჯერ მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დავიდ დე ხეამ ბრანილავ ივანოვიჩსა და სესკ ფაბრეგასს რთული ბურთები აუღო, თუმცა მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე დიეგო კოშტასთან ვერაფერი გააწყო და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “არსენალმა”. არსენ ვენგერის შეგირდებმა “ბორნმუთი” ოზილისა და ჩემბერლენის გოლებით პირველივე ტაიმში დაამარცხეს – 0:2

მანჩესტერ სიტი – ლესტერი 1:3 (0:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, ოტამენდი, ზაბალეტა, კოლაროვი, დელფი (აიჰენაჩო 52), ფერნანდინიო, ტურე (ფერნანდო 52), სილვა (სელინა 77), სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი (დაიერი 86), მაჰრეზი (გრეი 77), ოკაზაკი (ულოა 81), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 0:1;0:3 ჰუტი (3;60), 0:2 მაჰრეზი (48), 1:3 აგუერო (87)
გაფრთხილებები: ზაბალეტა, ფერნანდო – მორგანი, სიმპსონი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ასტონ ვილა – ნორვიჩი 2:0 (1:0)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): ბანი, რიჩარდსი (კლარკი 91), ოკორე, ლესკოტი, სისოხო, გაიე, ვესტვუდი, ვერეტუტი, ბაკუნა, ხილი, აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: რემი გარდი

ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, ბასონგი, კლოზე, მარტინი, ბრედი, ო’ნილი, მულუმბუ (რედმონდი 56), ჰულაჰანი (ბამფორდი 56), ნეისმიტი (იარვისი 80), ჰაუსონი, მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლები: 1:0 ლესკოტი (45), 2:0 აგბონლაჰორი (51)
გაფრთხილებები: ჰაუსონი, კლოზე
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ლივერპული – სანდერლენდი 2:2 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი (ტურე 12), სახო, კლაინი, მორენო, ჰენდერსონი (ლეივა 86), ალენი (აიბი 45+2), ჩანი, ლალანა, მილნერი, ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ოში, კონე, ვან აანჰოლტი, ჯონსი (იედლინი 75), კირხოფი (ა.ჯონსონი 66), კატერმოლი, მ’ვილა, ხაზრი, უოტმორი (ნ’დოიე 26), დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 ფირმინო (59), 2:0 ლალანა (70), 2:1 ა.ჯონსონი (82), 2:2 დეფო (89)
გაფრთხილებები: მორენო – ნ’დოიე
მსაჯი: რობერტ მედლი

ნიუკასლი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (1:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, ს.ტეილორი, კოლოჩინი, აარონსი, ჯანმაატი, შელვი (საივე 90), ტიოტე, თაუნსენდი (ა.პერესი 88), ვეინალდუმი, სისოკო, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ოლსონი, დოუსონი, ჩესტერი, სანდრო (ბერაჰინო46), იაკობი, გარდნერი (პრიტჩარდი 46), დ.ფლეტჩერი, მაკკლინი, ანიჩებე (რონდონი 74).
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლი: მიტროვიჩი (32)
გაფრთხილებები: მაკოლი, ჩესტერი, ოლსონი
მსაჯი: ლი მეისონი

სტოკი – ევერტონი 0:3 (0:3)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, მუნიესა, პიტერსი, გ.ჯონსონი, ველანი, იმბულა, შაქირი (ოდემვინგე 62), აფელაი (აირლანდი 62), არნაუტოვიჩი (ხოსელუ 76), დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, იაგიელკა, ოვიედო, კოულმენი, ბერი, მაკკარტი (ოსმანი 90), ბარკლი (მირალაში 87), კლევერლი, ლენონი, ლუკაკუ (კონე 76).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 ლუკაკუ (11 პენ.), 0:2 კოულმენი (28), 0:3 ლენონი (42)
გაფრთხილებები: დიუფი
მსაჯი: ანდრე მარინერი

სუონსი – კრისტალ პალასი 1:1 (1:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, რანხელი (ნოუტონი 87), ნ.ტეილორი, ბრიტონი, კორკი, ა.აიუ, სიგურდსონი, პალოსკი (გომისი 88), რუტლიჯი (ბაროუ 61).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, იედინაკი, მუტჩი, კაბაიე (ბოატენგი 72), ლი (შამახი 46), ზაჰა, ადებაიორი (კემპბელი 86).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0 სიგურდსონი (13), 1:1 დანი (47)
გაფრთხილებები: ფერნანდესი – დელანი, იედინაკი
მსაჯი: მაიკლ დინი

ტოტენჰემი – უოტფორდი 1:0 (0:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვიმერი, ალდერვეირელდი, ბ.დევისი, ტრიპიერი, დაიერი, დემბელე, ერიკსენი (ტ.კეროლი 92), ლამელა (სონი 72), ჩადლი (ალი 61), კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, ბრიტოსი (პროდლი 54), კეტკარტი, ნიომი, აკე, მ.სუარესი (ბეჰრამი 46), უოტსონი, კაპუ, ხურადო, აბდი (დინი 46), იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლი: ტრიპიერი (64)
გაფრთხილებები: კაპუ
მსაჯი: როჯერ ისტი

საუთჰემპტონი – ვესტ ჰემი 1:0 (1:0)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (3-4-3): ფორსტერი, იოშიდა, ფონტე, ვან დეიკი, კლასი (უარდ-პროუსი 93), ვანიამა, სედრიკი, ბერტრანი, მანე (რომეუ 56), ლონგი, პელე (ოსტინი 72).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, კოლინსი, ტომკინსი (ბაირამი 61), კრესველი, სონგი, ნობლი, პაიე, მოზესი (ე.კეროლი 61), ანტონიო (ემენიკე 73), ვალენსია.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლი: იოშიდა (9)
გაფრთხილებები: კლასი – ვალენსია, ბაირამი
გაძევება: ვანიამა (54)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ბორნმუთი – არსენალი 0:2 (0:2)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, ფრანცისი, კუკი, სმიტი, დანიელსი, სურმანი, გოსლინგი (კინგი 66), არტერი, პუგი, რიტჩი (სტანისლასი 66), აფობი (ბრებანი 77).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, პაულისტა, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, რემსი, ფლამინი, ჩემბერლენი (კოკლენი 67), ოზილი, სანჩესი (გიბსი 82), ჟირუ (უოლკოტი 93).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ოზილი (23), 0:2 ჩემბერლენი (24)
გაფრთხილებები: ფლამინი
მსაჯი: კევინ ფრენდი

ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (0:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა (კეჰილი 59), ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მიკელი, მატიჩი (პედრო 67), ფაბრეგასი, ოსკარი (აზარი 55), ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი, ბორთუიკ-ჯექსონი, კერიკი, ფელაინი (შნეიდერლენი 79), ლინგარდი (დეპაი 86), მატა (ერერა 95), მარტიალი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 0:1 ლინგარდი (61), 1:1 კოშტა (91)
გაფრთხილებები: ბლინდი, ლინგარდი, სმოლინგი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.240973