საფეხბურთო ჩემპიონატები

12:05 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერები VS დებიუტანტები

იტალიის სერია A-ს XXIV ტური სტარტს დღეს, ტრადიციულად ორი მატჩით აიღებს და კვირას დასრულდება. პირველ მატჩი ბოლონიაში ჩატარდება, სადაც ადგილობრივი “ბოლონია” ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “ფიორენტინას” დაუხვდება და ქულების ართმევას ეცდება. პაულო სოუზას გუნდმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიჯრით ორი თამაში წააგო და პოზიციები დათმო, თუმცა ბოლო სამ შეხვედრაში ქულები მაინც დააგროვეს და ამჟამად მესამე ადგილს მაინც ინარჩუნებენ. ბოლო ტურში “ვიოლას” არგენტინელმა მაურო სარატემ მოაგებინა, ვინც “იებს” ორი კვირის წინ შეუერთდა. დღეს მაურო სასტარტო შემადგენლობაში იქნება. რობერტო დონადონის “ბოლონიამ” კი თავის მხრივ სამი დღის წინ სამმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, როცა დებიუტანტ “ფროზინონესთან” წააგო. დღესვე, გენუაში “ჯენოა” რომის “ლაციოს” მიიღებს. ორივე ზემოხსენებულ გუნდს ცუდი დროება უდგას და აღნიშნულ მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ჩემპიონატის ლიდერი “ნაპოლი” დებიუტანტ “კარპის” მასპინძელია. მაურიციო სარის გუნდი დიდებულ ფორმაშია და მიჯრით 7 შეხვედრა აქვს მოგებული. ნეაპოლიტანური კლუბი წარმატებით რომ თამაშობს, დიდწილად გონსალო იგუაინის დამსახურებაა. “პიპიტას” გოლი გოლზე გააქვს და როგორც ჩანს, ამაზე გაჩერებას არც აპირებს. არგენტინელის მონაგარი დღეისთვის 23 გოლია ამდენივე მატჩში და ტოპ ხუთ ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებლი გააჩნია, ანუ, “ოქროს ბუცის” მოგების მთავარი პრედენტნეტია. მაურიციო კასტორის “კარპიმ” კი წინა ტურში ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. არადა, “კარპი” ფლორენციაში, ქულის მოპოვებასთან ძალზე ახლოს იყო, მაგრამ არ დასცალდა.

“ნაპოლის” მდევარი და ერთადერთი კონკურენტი ტურინის “იუვენტუსი” კი გასვლაზე “ფროზინონეს” ეთამაშება. პირველ წრეში ამ გუნდთა მატჩი ფრედ დასრულდა. სხვათა შორის, ის თამაში “ფროზინონესთვის” ისტორიული აღმოჩნდა, რადგან სერია ა-ში პირველი ქულები სწორედ ტურინში მოიპოვა. “იუვენტუსი” მაშინ ძალიან ცუდ ფორმაში იყო, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა – “ბებერ ქალბატონს” ზედიზედ 13 შეხვედრა აქვს მოგებული, რითაც პირადი რეკორდი უკვე დაამყარა და ახლა მილანის “ინტერის” 17 მატჩიან მოგებების სერიას უმიზნებს, რომელიც აბსოლუტური რეკორდია.

კარგ ფორმაში მყოფი “მილანი” წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას საკუთარ მოედანზე “უდინეზესთან” ეცდება. სინიშა მიხაილოვიჩმა “როსონერი” ფერზე მოიყვანა – “მილანს” ზედიზედ ხუთი თამაშია არ წაუგია. ანუ მეორე წრეს წაუგებლად ატარებს და ბოლო ორი მატჩი საერთოდ მოგებული აქვს. ეს ყოველივე კი მის სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა და მეექვსე ადგილზე მყარად მოკალათდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე მხოლოდ 6 ქულა აშორებს.

ტურის დასკვნით მატჩში “რომა” შავ დღეში მყოფ “სამპდორიას” მასპინძლობს. ვინ იცის, ლიგურიელთა თავკაც ვინჩენცო მონტელას დღეები გენუაში დათვლილი იყოს, აქედან გამომდინარე “აეროპლანინოს” თავისი გუნდის “მოქოქვა” მართებს, თორემ შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს. “რომამ” კი ბოლო ორ ტურში მიჯრით მოიგო და ხასიათზეა მოსული. ლუჩანო სპალეტის ხელში “რომა” განხსხვევბულად ათამაშდა, ხოლო სტეფან ელ შაარავი ჯერჯერობით “ჯალოროსის” ადვილად გაუშინაურდა...

“ბოლონია” – “ფიორენტინა”

ბოლონია, “რენატო დალ არა”

6 თებერვალი, 21:00 საათი

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; მბიაე, მაიეტა, გასტალდელო, მაზინა; დონსა, დიავარა, ტაიდერი; მუნირი, დესტრო, ჯაკერინი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი; ბერნარდესკი, ვესინო, ბორხა ვალერო, პასკუალი; ილიჩიჩი, სარატე; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ჯენოა” – “ლაციო”

გენუა, “მარასი”

6 თებერვალი, 23:45 საათი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; მუნიოსი, ბურდისო, იცო; ანსალდი, რინკონი, დზემაილი, ლაქსალტი; ჩერჩი, პავოლეტი, სუსო

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჰოედტი, ლულიჩი; მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი, პაროლო; ანდერსონი, ჯორჯევიჩი, კეიტა

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ვერონა” – “ინტერი”

ვერონა, “ბენტეგოდი”

7 თებერვალი, 15:30 საათი

“ვერონა” (4-2-3-1): გოლინი; ჟილბერტო, მორასი, ჰელანდერი, პიზანო; ვსჟოლეკი, მარონე; იონიტა, ემანუელსონი, პაცინი; ტონი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, მურილო, ჟუან ჟესუსი, ტელეში; ფელიპე მელო, მედელი, კონდოგბია; პერიშიჩი, იკარდი, ედერი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ფროზინონე” – “იუვენტუსი”

ფროზინონე, “მატუზა”

7 თებერვალი, 18:00 საათი

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, რუსო, ბლანჩარდი, კრიველო; ჩიბსა, გორი, სამარკო; ტონევი, დ. ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო; მორატა, დიბალა

მწვრთნელი: მასიამილიანო ალეგრი

მსაჯი: დავიდე მასა

“მილანი” – “უდინეზე”

მილანი, “სან სირო”

7 თებერვალი, 18:00 საათი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, კუცკა, მონტოლივო, ბერტოლაჩი; ნიანგი, ბაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, გილერმე, ჰალფრედსონი, ედენისლონი; ძაპატა, ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ნაპოლი” – “კარპი”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

7 თებერვალი, 18:00 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ვალდიფიორი, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“კარპი” (3-5-2): ბელეკი; ძაკარდო, საუგერი, პოლი; პაშიუტი, კრიმი, კოფიე, ბიანკო, ლეტიცია; მბაკოგუ, დი გაუდიო

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

მსაჯი: დანიელე დოვერი

“სასუოლო” – “პალერმო”

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

7 თებერვალი, 18:00 საათი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, ფალჩინელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“პალერმო” (4-3-3): სორენტინო; მორგანელა, გოლდანიგა, გონსალესი, ლაზაარი; ჰილიერმაკი, კრისტანტე, ჩოჩევი; ვასკესი, ჯილარდინო, ქუაისონი

მწვრთნელი: ჯოვანი ტედესკო

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ტორინო” – “კიევო”

ტურინი, “ოლიმპიკო”

7 თებერვალი, 18:00 საათი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკისმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, ბენასი, გაცი, ვივესი, მოლინარო; ბელოტი, იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“კიევო” (4-3-1-2): სეკულინი; კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, პინცი; ბირსა; ინგლეზე, მპოკუ

მწვრთნელი: როლანდო მარანი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ატალანტა” – “ემპოლი”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

7 თებერვალი, 18:00 საათი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კონტი, ტოლოი, კერუბინი, ბრივიო; ფრეულერი, დე რუნი, კურტიჩი; დიამანტი, ბორიელო, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კამპორეზე, მარიო რუი; პარედესი, ბუჩელი; საპონარა; პუჩიარელი, მაკარონე

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“რომა” – “სამპდორია”

რომი, “ოლიმპიკო”

7 თებერვალი, 23:45 საათი

“რომა” (3-4-2-1): შჩესნი; მანოლასი, რუდიგერი, ძუკანოვიჩი; ფლორენცი, პიანიჩი, კეიტა, ელ შაარავი; სალაჰი, პეროტი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; სილვესტრე, რანოკია, მოისანდერი; კასანი, ფერნანდო, ბარეტო, დოდო; სორიანო, კორეა; მურიელი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: დომენიკო ჩელი

თეგებისერია A
0.113749