ჭიდაობა

15:44 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ედიშერაშვილი აზერბაიჯანის სახელით იჭიდავებს

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) ამიერიდან საერთაშორისო ტიტულებისთვის აზერბაიჯანის სახელით იბრძოლებს. ქართველმა მსუბუქწონოსანმა მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობა უკვე მიიღო და ნაკრების სატურნირო განაცხადშიც უმალ შეიყვანეს.

დღეიდან 7 თებერვლის ჩათვლით, სტამბოლი იაშარ დოგუს მემორიალს მასპინძლობს, რომელზეც აზერბაიჯანელთა ქართველი ახალწვეულის დებიუტიც შედგება.

გიორგი ედიშერაშვილი ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 2013 წლის მარტში ავიდა. იმავე წლის ნოემბერში კი მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე დოპინგზე ჩავარდა და ჭიდაობიდან 2 წლით მოკვეთეს. შესაბამისად, 2 წელიწადზე მეტი ისე გავიდა, საქართველოს სახელით საერთაშორისო არენაზე არ გასულა და სხვა ქვეყნის ნაკრების სახელით ჭიდაობის დაწყებაშიც ხელს ვერავინ შეუშლიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119521