ფეხბურთი

15:08 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი “ბაიერნს” ვერ შეუტევს

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ბანაკიდან ცუდი ამბებია. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, გუნდს თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი და ნახევარმცველი კვადვო ასამოა გამოაკლდნენ.

ხორვატი ფორვარდი წინასწარი ინფორმაციით, ლაზარეთში ერთ თვეს დაჰყოფს, ხოლო განელი შუახაზელი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა – სამ კვირას.

შესაბამისად, ვერცერთი ზემოხსენებული ფეხბურთელი “იუვეს” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

29 წლის მანჯუკიჩმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 22 თამაშში 8 გოლი გაიტანა, ხოლო 27 წლის ასამოამ 5 მატჩი უგოლოდ ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111227