ფეხბურთი

10:46 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოში მეორე წრე იწყება

იტალიის სერია A-მ ეკვატორი გადალახა და დღეს შესაბამისად, მეორე წრე აიღებს სტარტს. ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა კი ხვალაა ჩანიშნული, როდესაც “მილანი” შინ ფლორენციის “ფიორენტინას” მიიღებს. პირველი წრის ჩემპიონი “ნაპოლი” დღეს “სასუოლოს” უმასპინძლებს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი “იუვენტუსი” უდინეში, “უდინეზეს” სტუმრობს.

ტური ბერგამოში დაიწყება, სადაც ადგილობრივი “ატალანტა” მილანის “ინტერს” დაუხვდება. რობერტო მანჩინის გუნდმა ბოლო ტურში შინ წააგო და ლიდერობა დაკარგა. ახლა, “ნერაძურის” ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს. საერთოდ, “ინტერნაციონალეს” ბოლო ორი საშინაო თამაში წაუგია, რაც კარგის მაჩვენებელი არ უნდა იყოს. “ატალანტა” კი ცხრილის შუაშია და ჯერჯერობით გავარდნის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ედუარდო რეიას შეგირდებს გამოფხიზლება მართებთ – უკანასკნელ ოთხ მატჩში “ატალანტა” ხელმოცარული დარჩა.

საჩემპიონოდ შემართული “ნაპოლი” “სან პაოლოზე” “სასუოლოს” დაუხვდება და წესით გაჩერებას არც აღნიშნულ მატჩში უნდა აპირებდეს. მაურიციო სარის დამოძღვრილი გუნდს წელს მართლაც კარგი დროება უდგას და მეორე წრე ისე თუ განვლო, როგორც პირველი, ვინძლო ჩემპიონობას ხელი მართლაც გამოკრას. ისე, ცალკე აღნიშვნის ღირსია მიმდინარე სეზონში გონსალო იგუაინის ფენომენალური თამაში – “პიპიტას” ამ დროისთვის 18 გოლი აქვს გატანილი და მდევარს მთელი 7 ბურთით უსწრებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნეაპოლიტანელებს რთული მეტოქე ჰყავთ – “სასუოლო” წლეულს კარგ ფორმაშია და მეექვსე ადგილზეა. მეტიც, სხვებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ისიც რომ მოიგოს, მეხუთე პოზიციაზე იქნება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა ბოლო ტურში გასვლაზე “ინტერს” აჯობეს, ლიდერობა დააკარგვინეს და ამჯერად იგივეს “ნაპოლისაც” უპირებენ.

ტურინის “იუვენტუსი” რეკორდისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. “ბებერმა ქალბატონმა საშინელი სტარტის მერე დიდებული ფორმა აკრიფა და პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. არადა, ეს რომ მეათე ტურის შემდეგ ვინმეს წარმოედგინა, გიჟად მონათლავდნენ, მაგრამ “იუვემ” მიჯრით ცხრა თამაშის მოგება შეძლო. ამჟამად კი მაქსიმილიანო ალეგრის ბიჭები “დაჩია სთედიუმზე” “უდინეზეს” ძლევას აპირებენ. თანაც, ტურინულ გრანდს რევანშის აღება მართებს – პირველ ტურში, ტურინში “უდინეზემ” მოიგო...

“რომას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხელმეორე დებიუტი ექნება ლუჩანო სპალეტის. პულიელი სპეციალისტი რომაელებს 6 წლიანი განშორების მერე “ვერონასთან” მატჩით უბრუნდება. საერთოდ, “ჯალოროსის” მეტოქე ისეთი ჰყავს, მოგება არ უნდა გაუჭირდეს – “ვერონამ” მთელი პირველი წრე მოგების გარეშე განვლო და ბოლო ადგილზე ისე მყარადაა მოკალათებული, გავარდნისგან სასწაულიღა თუ იხსნის. სპალეტი კი სათამაშო ტაქტიკის შეცვლას აპირებს და თავისი საყვარელი სქემით, 4-2-3-1-ით ითამაშებს. ე.წ. გამთამაშებლის პოზიციაზე კი იტალიური მედია ბოსნიელ მირალემ პიანიჩს მოიაზრებს.

ტურის დასკვნითი და გამორჩეული მატჩი კი “მილანსა” და “ფიორენტინას” შორის შედგება. ფოლორენციელები ჩემპიონობისთვის გააფთრებით იბრძვიან და ამჟამად ლიდერ “ნაპოლისთან” მხოლოდ 3 ქულა აშორებთ. ერთი კვირის წინ, პაულო სოუზას გუნდმა შინ რომის “ლაციოსთან” წააგო და ახლა რომ მეოთხე ადგილზეა, დიდწილად ამ მარცხის დამსახურებაა. “მილანი” კი კვლავაც არასტაბილურია და ევროზონაში შეღწევას ვერაფრის დიდებით ახერხებს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, მნიშვნელობა არ აქვს, რა შედეგით დასრულდება აღნიშნული შეხვედრა, სერბი სინიშა მიხაილოვიჩი დაკავებულ თანამდებობას თამაშის მერე დატოვებს, ხოლო ორშაბათიდან “როსონერის” ლეგენდარული მარჩელო ლიპი ჩაიბარებს. ვნახოთ, რამდენად გამართლდება იტალიური მედიის წინასწარმეტყველება.

“ატალანტა” – “ინტერი”

ბერგამო, “ატლეტი აძური”

16 იანვარი, 18:00 საათი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; ბელინი, ტოლოი, კერუბინი, დრამე; ჩიგარინი, დე რუნი, კურტიჩი; დ’ალესანდრო, დენისი, გომესი

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ტელეში; კონდოგბია, მედელი, ბროჟოვიჩი; ლიაიჩი, იკარდი, პერიშიჩი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ტორინო” – “ფროზინონე”

ტურინი, “ოლიმპიკო”

16 იანვარი, 21:00 საათი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ვივესი, ბაზელი, მოლინარო; ბელოტი, იმმობილე

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, აჯეტი, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; სამარკო, გუჩერი, კრაგლი; ტონევი, დიონისი, სოდიმო

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ნაპოლი” – “სასუოლო”

ნეაპოლი, “სან პაოლო”

16 იანვარი, 23:45 საათი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, არიაუდო, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; პოლიტანო, დეფრელი, სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ჯენოა” – “პალერმო”

გენუა, “მარასი”

17 იანვარი, 15:30 საათი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ანსალდი; რინკონი, რიგონი, დზემაილი, ლაქსალტი; პეროტი, პავოლეტი, სუსო

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“პალერმო” (3-4-2-1): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, გოლდანიგა; მორგანელა, ჰილიერმაკი, იაილო, ლაზაარი; ვასკესი; ჯილარდინო, ტრაიკოვსკი

მწვრთნელი: ფაბიო ვივიანი

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ბოლონია” – “ლაციო”

ბოლონია, “დალ არა”

17 იანვარი, 18:00 საათი

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, გასტალდელო, ოიკონომუ, მაზინა; ტაიდერი, დიავარა, ბრიგი; ჯაკერინი, დესტრო, მუნირი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ლაციო” (4-1-4-1): ბერიშა; კონკო, მაურისიო, ჰოედტი, რადუ; ბილია; კანდრევა, პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ანდერსონი; ჯორჯევიჩი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კარპი” – “სამპდორია”

მოდენა, “ბრალია”

17 იანვარი, 18:00 საათი

“კარპი” (3-5-2): ბელეკი; ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო; პაშიუტი, კოფიე, ლოლო, ბიანკო, ლეტიცია; დი გაუდიო, მბაკოგუ

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“სამპდორია” (4-3-2-1): ვივიანო; კასანი, სილვესტრე, რეჯინი, ძუკანოვიჩი; ბარეტო, ფერნანდო, სორიანო; კარბონერო, ედერი; კასანო

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“კიევო” _ “ემპოლი”

ვერონა, “ბენტეგოდი”

17 იანვარი, 18:00 საათი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩიატორე, დაინელი, ცეზარი, ფრეი; კასტრო, რადოვანოვიჩი, პეპე; ბირსა; ინგლეზე, პალოსკი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, ბარბა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

მსაჯი: როსარიო აბისო

“რომა” – “ვერონა”

რომი, “ოლიმპიკო”

17 იანვარი, 18:00 საათი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; დე როსი, ნაინგოლანი; იაგო ფალკე, პიანიჩი, სალაჰი; ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; სალა, მორასი, ჰელანდერი, სუპრაიენი; ვსჟოლეკი, ვივიანი, ჰალფრედსონი, ემანუელსონი; იონიტა, პაცინი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

მსაჯი: დავიდე მასა

“უდინეზე” – “იუვენტუსი”

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, ლოდი, იტურა, ედენილსონი; ტერო, ძაპატა

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; რუგანი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ევრა; დიბალა, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“მილანი” – “ფიორენტინა”

მილანი, “სან სირო”

17 იანვარი, 23:45 საათი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, კუცკა, ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბაკა, ნიანგი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, ასტორი, ტომოვიჩი; ბლაშჩიკოვსკი, ვესინო, ბორხა ვალერო, ალონსო; ბერნარდესკი, ილიჩიჩი; კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

მსაჯი: დანიელე დოვერი

თეგებისერია A
0.11148